USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
მარკო რუბიო - ირანს თვეში ასზე მეტი რაკეტის წარმოება შეუძლია
თარიღი:  620

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანს თვეში ასზე მეტი რაკეტის წარმოება შეუძლია, ხოლო იგივე რაკეტების ჩამოსაგდებად საჭირო შეიარაღება ერთ თვეში ექვსი ან შვიდი ერთეულის სახით იწარმოება.

„სხვადასხვა შეფასებებით, ისინი [ირანელები] თვეში ასზე მეტ რაკეტას აწარმოებენ. შეადარეთ ეს რიცხვი ერთ თვეში წარმოებულ ექვს ან შვიდ გადამჭერ რაკეტასთან. მათ ერთ თვეში ასეულობით ასეთი რაკეტის შექმნა შეუძლიათ. აღარ ვსაუბრობ ათასობით დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც აგრეთვე მათ აქვთ“, - განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ირანელები ასეთ რაკეტებს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სანქციების ქვეშ იყვნენ.

„თქვენ ხედავთ მათ თავდასხმებს. ისინი უტევენ აეროპორტებს, სასტუმროებს. ისინი თავს ესხმიან არა მხოლოდ სამხედრო ბაზებს; ისინი პირდაპირ უმიზნებენ ჩვენს საელჩოებს. ისინი უტევენ ობიექტებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ომთან ან სამხედროებთან“, - დასძინა მან.

მსოფლიო
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის