USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Tbilisi
„მარიუპოლის ჯალათი“ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
Date:  218

რუსი გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი, რომელიც „მარიუპოლის ჯალათის“ სახელითაა ცნობილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მიზინცევის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიზინცევმა ამ პოსტზე არმიის გენერალი დიმიტრი ბულგაკოვი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან სხვა სამსახურში გადაყვანის გამო გაათავისუფლეს.

ცნობილია, რომ მარტის ბოლოს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა მიხაილ მიზინცევს, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის ქალაქ მარიუპოლის ალყაში მოქცევისა და დაბომბვის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიხაილ მიზინცევი, რომელსაც იმ დროს რუსეთის ეროვნული თავდაცვის სარდლობისა და კონტროლის ცენტრის უფროსის თანამდებობა ეკავა, „მარიუპოლის ჯალათის“ მეტსახელით იყო ცნობილი.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way