USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
მარიონეტების თეატრის დაარსების ამბავი რეზო გაბრიაძისგან
Date:  459
თეატრის დაარსების ამბავი რეზო გაბრიაძისგან
"იმ დილას, ჩემი „ჟიგული 01“-ით მივგორავდი, ისევ უმუშევარი.
უცებ დავინახე ის, ქალაქის მთავარი არქიტექტორი, მაღალი, წარმოსადეგი, ოდნავ ჭაღარა. ეს მოხდა ძველ თბილისში, სადაც არქიტექტორი მუშაობდა თბილისობისთვის.
გავაჩერე მანქანა და გავერიე ცნობისმოყვარეებში. ის ელაპარაკებოდა თავის თანმხლებ კოლეგებს, რომლებიც გამრავლებული იყვნენ ჩემნაირი შემთხვევითი ტიპებით. არქიტექტორმა შემამჩნია და ჩუმად მკითხა: რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის სათქმელიო.
ასე მეფურად ჩემთვის ჯერ არავის უკითხავს არაფერი. ვიგრძენი ამ მომენტის ზღაპრულობა. ჩემსა და მას შორის იყო საბჭოთა კავშირი, იმპერია. აქეთ მილიციელი ჭკვიანურად იხედებოდა თავახდილ ლიუკში. იქით, მეორე მილიციელი ცდილობდა სახე უფრო სახელმწიფოებრივი გაეხადა.
ჩვენს თავზე ცისფერ ცაში მიფრინავდა სამხედრო თვითმფრინავი და თეთრ კვალს ტოვებდა.
ამ დროს ცნობილი ადამიანი მეკითხება: რა გინდა შენო?
მე ვფიქრობდი, რომ ვარ მხატვარი, რომელსაც არასდროს ჰქონია სახელოსნო. თანაც ახლა საერთოდ უმუშევარი ვარ.
ასეთ მეფურ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არ ვიყავი. ვთქვა, რომ მჭირდება სახელოსნო, არ იქნება სწორი. დაუშვებელია. რადგან არა ვარ სსრკ-ის მხატვართა კავშირის წევრი, არა ვარ აგრეთვე კომუნისტური პარტიის წევრი...
და აი, აქ მოხდა, რაც მოხდა!
ალბათ ადამიანებს თავში გვაქვს დიდი სარაია. ამ სარაიაში ლეჟანკებია, მათზე სძინავთ სიტყვებს. დამტვერილ, დავიწყებულ, კაცს რომ ხშირად არ სჭირდება, ისეთ სიტყვებს.
და აი, ახლა, როდესაც არქიტექტორმა მკითხა, რას გააკეთებ შენ თბილისისთვისო, მოხდა სასწაული, უფრო სწორად „სასტაული“!
ლეჟანკაზე გაიღვიძა ორმა მივიწყებულმა სიტყვამ - ორივე ფეხშიშველა, სველი ცხვირებით. ერთმა, რომელსაც ჰალსტუხი ეკეთა, მიკარნახა ალკოჰოლიკის კანკალა ხმით „თეატრი“ და დააჭახუნა კბილის პროტეზები, მერე დახუჭა თვალები და ფოთოლივით ნელა დაეშვა საწოლზე. მეორე კი დავარდა მუხლებზე და წვრილი ხმით შემომძახა: „მარიონეტკების“, ძვირფასო რეზიკო!
ერთ კვირაში გაისმა ზარი. არქიტექტორმა შემომთავაზა შენობა."
ნაწყვეტი წიგნიდან "გაბრიაძე: საქართველოს პოეტი-მხატვარი"
წყარო:Gabriadze Theatre
World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way