USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Tbilisi
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება
Date:  1101

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია იმიტომ, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ არის,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way