USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცის მინისტრის განცხადებაზე - ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
дата:  671

სომხეთის  ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განაცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა და რომ ეს იძლევა საფუძველს, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკური მონაცემები კოვიდის გავრცელების შესახებ, უპასუხა  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, მარინა ეზუგბაია.

"ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა!"  განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არსებული ყველა მონაცემი არის სწორი და რეალურად, ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს.

„ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი არ არის. დაავადებული პაციენტების რაოდენობა, დღეს რაც გვყავს, ის არის - 728 პაციენტი და ვისაც ეჭვი ეპარება, რა ვიცი... ჩემს აზრებს აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჭეშმარიტება ერთია - არის 728 დადასტურებული პაციენტი, ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს, ამიტომ აი, აქ ლაპარაკს, ვის რა აზრი აქვს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა, დამთავრდა! ამას არ სჭირდება კომენტარები”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 728 არის, ხოლო გამოჯანმრთელებულია 509 ადამიანი.

 

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати