USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Тбилиси
მარინა ეზუგბაია ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის განცხადებებს არაკორექტულს და სინამდვილეს აცდენილს უწოდებს
дата:  1217

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას სინამდვილეს აცდენილს უწოდებს. საქმე ეხება მაკა სოლოღაშვილის მიერ 9 ივნისს ნათქვამ ტექსტს, რომელზეც მარინა ეზუგბაია მიუთითებს.

„9 ივნისს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა მათი კლინიკის სამი თანამშრომლის COVID-19-ით დაინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომლის ზოგიერთი ფორმულირება აცდენილია სინამდვილეს.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „მისი კლინიკა ერთადერთია COVID კლინიკებს შორის, რომელსაც არ ჰყოლია არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად“.

სინამდვილეში ოთხ COVID კლინიკას - რუხის კლინიკას, ქუთაისის კლინიკას, მცხეთის კლინიკას და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, დღემდე არ ჰყავთ არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, „არც გამჟღავნებულად და არც დაფარულად“, რაზეც არაკორექტულად მიანიშნებს ქალბატონი მაკა.

არც ის არის სიმართლე, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა პირველივე დღიდანაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში. სინამდვილეში პირველი COVID-19-ით პაციენტი ამ კლინიკაში მოთავსდა 19 მარტს, მაშინ როდესაც საქართველოში პირველი COVID-19-ით პაციენტი დაფიქსირდა 26 თებერვალს.

ქალბატონი მაკა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი პერსონალი მარტო დარჩა და არავინ დახმარებია არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტთან ურთიერთობაში. სინამდვილეში კი, COVID-19-ით პაციენტი, რომელზეც ის საუბრობს, მართლაც შეეცადა კლინიკის თვითნებურად დატოვებას, იდგა ინფექციურის ეზოში და უარს აცხადებდა უკან დაბრუნებაზე და არავის იკარებდა.

ვერც ქალბატონ მაკას კლინიკის თანამშრომლებმა და ვერც მათ მიერ გამოძახებულმა პატრულის ეკიპაჟმა, რეალურად არსებული რისკის გამო, ვერ მოახერხეს პაციენტთან მიახლოება და მისი დაყოლიება კლინიკაში დაბრუნებაზე და მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დაცვის თანამშრომელი, ლევან გაფრინდაშვილი დაეხმარა საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, სწორედ ბატონმა ლევანმა მოახერხა, შესულიყო კომუნიკაციაში ამ პაციენტთან და გადასცა ის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს. ასე რომ, ქალბატონ მაკას ამ მხრივაც სასაყვედურო არავისზე აქვს.

გასაგები მიზეზების გამო მედპერსონალს და განსაკუთრებით COVID-19-ით ავადმყოფებთან მომუშავე მედპერსონალს მთელ მსოფლიოში დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ უხდება ყოფნა. ასე მაგალითად, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც იტალია და გერმანიაა - თითოეულს 10 - ათასზე მეტი დაინფიცირებული მედპერსონალი ჰყავთ, მაშინ როდესაც საქართველოში სულ 104 დაინფიცირებული მედპერსონალია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია (12,6%), ვიდრე საშუალოდ ევროპაში (დაახლოებით 20%).

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა ქვეყანაში COVID-19-თან ბრძოლაში და იმაში, რომ მისი რამდენიმე თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა, არაფერი განსაკუთრებული და დასაძრახი არ არის.

ასეთი რამ მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალი დონის კლინიკებშიც ხდება და შეიძლება ყველგან მოხდეს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ქალბატონმა მაკამ თავის განცხადებაში არასწორი და გარკვეულწილად არაკორექტული (რას ნიშნავს „დაფარულად“?) გამოთქმები დაუშვა“, - წერს მარინა ეზუგბაია Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.

https://www.facebook.com

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати