USD 2.6961
EUR 3.1377
RUB 3.4418
თბილისი
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის სტატისტიკა ერთ დონეზე რჩება და ეს სტაბილიზაციის ნიშანია
თარიღი:  879

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის სტატისტიკა ერთ დონეზე რჩება და ეს სტაბილიზაციის ნიშანია.

"სტატისტიკა ერთ დონეზე რომ რჩება, ეს არ არის ცუდი, ეს სტაბილიზაციის მაჩვენებლია. იმედია, რომ ყველაზე ცხელი რეგიონი, რომელსაც ჰქვია აჭარა, როგორც ვხედავთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იქ გარკვეულწილად დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. დანარჩენი წერტილები ხედავთ, რომ არ არის დიდი რაოდენობით", - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

მსოფლიო
The Guardian - ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი

ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.

სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.

მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის