USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
მარინა ბერიძე - 64 წლის ვარ, საბჭოთა კავშირში დავიბადე, როგორ შეიძლებოდა არ გამომეყენებინა სიტყვები: „მოღალატე“ და „ღალატი“ , ამიხსენით!
Date:  556

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნით პროცესი მიმდინარეობს, მარინა ბერიძე მიწვეულია, როგორც ენათმეცნიერი და კანონში არსებულ ტერმინებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ ექსპერტად მიწვეულ მეცნიერს, მარინა ბერიძეს კითხვა დავუსვა გამოუყენებია თუ არა სიტყვები „მოღალატე“, „ღალატი“? კუპრავამ ასევე წაიკითხა ის საჯარო პოსტები, რომელიც მისივე მტკიცებით, მარინა ბერიძემ საჯაროდ გამოაქვეყნა.

პარლამენტის აპარატის თანამშრომლის ამ სიტყვების წარმოთქმას, დარბაზში მოსარჩელე მხარეების მიერ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რაზეც პარლამენტის თანამშრომელმა, ქრისტინე კუპრავამ ასე უპასუხა:

„ჩვენ დღეს ვკითხავთ ექსპერტს, რომლის აზრი საზოგადოებაზე გავლენას ახდენს და გვინდა, საზოგადოებას დავანახოთ, ვისთან გვაქვს შეხება და ეს ადამიანი რამდენად შესაძლებელია ობიექტურ დასკვნას აკეთებდეს“, - აღნიშნა კუპრავამ მარინე ბერიძის მისამართით.

ამის შემდეგ, პარლამენტის წარმომადგენლებს პლენუმის მოსამართლემ მანანა კობახიძემ ჰკითხა, რა იყო ამ რეპლიკის მიზანი და სურდათ, თუ არა მარინა ბერიძის აცილება, რაზეც პარლამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ექსპერტ ბერიძის აცილებას არ აპირებენ, თუმცა „რაც ისაუბრა ქალბატონმა მარინემ, ვერაფერი გაიგეს“.

ამასთან, სხდომაზე პარლამენტის წარმომადგენელი დაინტერესდა, ვინ აფინანსებს კვლევას, რაზეც ექსპერტმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მოხსენებისას.

„თქვენ, იცრუეთ თუ არა საზოგადოებისა და სასამართლოს წინაშე, როდესაც ამბობთ რომ სიტყვა „მოღალატე“ და “ღალატი“ არ გამოგიყენებიათ?!“ - მიმართა პარლამენტის წარმომადგენელმა ენათმეცნიერ მარინე ბერიძეს.

ვიდრე ბერიძე აღნიშნულ კითხვას უპასუხებდა, სხდომის თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განმარტა, რომ სასამართლოსთვის ეს კითხვა მოხსნილია, რადგანაც სასამართლოს და საზოგადოებასაც აქვს შესაძლებლობა მოიძიოს, ნახოს, მოისმინოს და წაიკითხოს [ინფორმაცია].

მერაბ ტურავას განმარტებით, სასამართლოსთვის რელევანტურია ის, რა პოზიციაც მხარის შუამდგომლობით მოსულმა ექსპერტმა, სპეციალისტმა სასამართლოს წინაშე დააფიქსირა, ხოლო მისი სამართლებრივი მნიშვნელობა, გათვალისწინება, ტურავას თქმით, სასამართლოზეა დამოკიდებული.

„მისი წარსული გამონათქვამების გამო ჩვენ, ქალბატონი მარინას მიერ გამოხატულ პოზიციას ეჭვქვეშ და ჩრდილქვეშ არ ვაყენებთ, რომ ის ასე ფიქრობს“, - განმარტა მერაბ ტურავამ.

თავის მხრივ, პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კითხვები ვეღარ ექნებათ იმ ექსპერტის მიმართ, რომლის სანდოობაც მათთვის ეჭვქვეშ დგას.

„ჩვენთვის ახლა, აცილებას დავაყენებთ-არ დავაყენებთ არ არის რელევანტური. არ შეიძლება, ადამიანის პასუხები, რომელიც ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, გავითვალისწინოთ“,- აღნიშნა პარლამენტის წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, დასმულ შეკითხვას მარინა ბერიძემ ასე უპასუხა:

„კითხვა გავიგე, მიწოდებია თუ არა პირისპირ საუბარში ვინმესთვის „მოღალატე“ და ასეთი არ ყოფილა. „მოღალატე“ როგორ შეიძლებოდა არ გამომეყენებინა, 64 წლის ვარ, საბჭოთა კავშირში დავიბადე, როგორ შეიძლებოდა არ გამომეყენებინა სიტყვები: „მოღალატე“ და „ღალატი“ , ამიხსენით! უბრალოდ, მე ეს კითხვა გავიგე ასე - ოდესმე, მქონია, თუ არა საშუალება პირისპირ საუბარში ვინმესთვის მეთქვა „მოღალატე“ და ვთქვი, რომ, საბედნიეროდ, ღმერთმა დამიფარა იმისგან, რომ ჩემ [გარშემო] ურთიერთობაში ეს სიტყვა გამომეყენებინა. ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია და ეს მითქვამს და ბევრჯერ გამოვიყენებ კიდევაც, როგორც ჩანს!“ - მიმართა მეცნიერმა მარინე ბერიძემ პარლამენტის წარმომადგენელ იურისტებს, სასამართლოს სხდომაზე.

ბერიძის ამ პასუხს პროცესზე მოსარჩელე მხარეების მიერ ტაში მოჰყვა, რა დროსაც სხდომის თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნა, რომ სხდომას ყველას დაატოვებინებდა.

„ყველას დაგატოვებინებთ დარბაზს და სხდომას გადავდებთ განუსაზღვრელი ვადით. თქვენი ტაშები და ემოციები ხელს უშლის სასამართლოს დროზე დაამთავროს სხდომა და დროზე გამოაცხადოს [გადაწყვეტილება]. ყველაფერი ეს დროში ჭიმავს საქმის განხილვის და მიმდინარეობის პროცესს. სტადიონზე ან სადღაც თეატრში კი არ ხართ რომ ტაში დაუკრათ მსახიობების გამოსვლას. ნებისმიერ აზრს, გამონათქვამს, მათ შორის, ქალბატონი მარინეს თითოეულ გამონათქვამს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით და ყურადღებით ვეპყრობით“, - მიმართა დარბაზში მყოფებს მერაბ ტურავამ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way