USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
მარიკა დარჩია მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძის განცხადებას გამოეხმაურა
дата:  1036

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარიკა დარჩია პარლამენტის დეპუტატის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი სათანადოდ მოვლილი არ არის.

როგორც თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე მარიკა დარჩიამ აღნიშნა, მსგავს ბრალდებაზე რეაგირება გარდაუვალია. მისი თქმით, პარლამენტში გაჟღერებული ბრალდების მიმართ ყველანი პრინციპულები უნდა ვიყოთ.

„არ მახასიათებს კატეგორიულობა, თუმცა ამჯერად აუცილებლად პრინციპულები უნდა ვიყოთ პარლამენტში გაჟღერებული ბრალდების მიმართ, რომელიც მერაბ კოსტავას მუზეუმს ეხებოდა.

როცა ჩვენ მუზეუმების გაერთიანებაში თავმოყრილი 11 მუზეუმი ჩავიბარეთ, მაშინ პრაქტიკულად ყველა მათგანში სავალალო მდგომარეობა იყო. მე მუზეუმები ნანახი მაქვს მაშინაც, როცა საკრებულოს წევრი არ გახლდით და ახლაც ხშირად ვსტუმრობ. თქვენც მოგიწოდებთ მოინახულოთ, თუ დიდი ხანია არ ყოფილხართ, რადგან მომავალი მათ გარეშე არ იქმნება.

რაც შეეხება მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმს, ის კერძო საკუთრება იყო და მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ მისი გამოსყიდვა საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. უკვე კი არის მოლაპარაკება, ამა წლის ბიუჯეტში თანხა მისი აღდგენისთვისაც გამოიყოს. იქ საკმაოდ დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებია ჩასატარებელი.

ძალიან გთხოვთ, როცა საქმე კულტურულ მემკვიდრეობას, მის კონსერვაციასა და აღდგენას ეხება, გაითვალისწინოთ, რომ ეს ის საკითხებია რომელთაც განსაკუთრებული გულისყურითა და სიფრთხილით ვეკიდებით“,-განაცხადა მარიკა დარჩიამ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати