USD 2.7236
EUR 3.1882
RUB 3.4609
Tbilisi
მარიამ კუკუნაშვილი - “სატანის მიერ დაპატრონებული ჩვენი ქვეყანა და მისი საპატრულო პოლიცია”
Date:  562
,ნიუ ლაიფის” დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი:
 
“მეგობრებო, მჭირდება თქვენი თანადგომა, რადგან რასაც ეხლა დავწერ, მხოლოდ მე არ მეხება, არამედ სატანის მიერ დაპატრონებულ ჩვენს ქვეყანას და მის საპატრულო პოლიციას. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ პოსტი და გააზიაროთ.
 
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ორი ნარკო ბარიგის შესახებ პოსტი გამოვაქვეყნე, რათა საჯარო გამეხადა ის ფაქტი, რომ ისინი ახალგაზრდებზე ნარკოტიკში გარეულ მომწამვლელ ნივთიერებას ყიდიდნენ. ამის შესახებ ვაცნობე პროკურატურის თანამშრომელს.
 
ვინაიდან ბარიგები პოლიციის ინფორმატორები აღმოჩდნენ, პოლიციამ მათ ნაცვლად დევნა მე დამიწყო. დალეწეს ჩემი მანქანა, მომხდარ ფაქტზე კი კრიმინალურ პოლიციას გამოძიების დაწყებაც არ სურდა. დაიწყეს ჩემი მეგობარი ქალების ჩხრეკვა დატიტვლება თბილისის აეროპორტში. (მიჩუმათებული ირანი).. ყოველ ჯერზე საზღვრის დატოვებისას ჩემგან ითხოვდნენ ისეთ ინფორმაციებს როგორიცაა, საბუთი იმის თაობაზე, თუ ვინ დაიძინებდა ჩემს ორსაწოლიან ნომერში უცხოეთში და ასე შემდეგ, ათასი სისულელე.
 
ამის შემდეგ, 18 სექტემბერს მოდის ჩემთან პატრულის თანამშრომელი, ბექა კაჭკაჭიშვილი და მაჯარიმებს, ვინაიდან ვიდექი ტაქსებისთვის განკუთვნილ არასწორ ადგილას. ჯარიმის ქვითარი გამოვართვი და ის ის იყო მანქანის დაძვრა დავაპირე, მეუბნება, რომ გადაუხდელი ქვითრის გამო მაქვს ლიშენია, რაზეც ვუხსნი, რომ მას აქვს არასწორი ინფორმაცია. თუმცა ის დაჟინებით იმეორებს, რომ მანქანის დაძვრის უფლება არ მაქვს. დავურეკე მძღოლს და ვთხოვე მოსულიყო და წავეყვანე. მანქანაში ჩავრთე მუსიკა. ამაზე აგრესიული ბექა ჯაჭკაჭიშვილი კიდევ უფრო გაღიზიანდა და მოითხოვა რომ მუსიკა გამომერთო. ვინაიდან მუსიკის მოსმენას კანონი არ კრძალავს, მუსიკა არ გამითიშავს. აქვე ავღნიშნავ, რომ ბექა კაჭკაჭიშვილი იყო ჩვეულებრივი მოძალადე კაცი, რომელმაც მაიძულა, მგლოვიარე მძღოლი ახლობლის დაკრძალვიდან ამეყენებინა და ჩემს დასახმარებლად გამომეყვანა, არც კანონებით საუბარმა, არც თხოვნამ იმის თაობაზე, რომ სამი მცირეწლოვანი შვილი მარტო მყავდა სახლში დატოვებული, არ გაჭრა. საბედნიეროდ მძღოლმა მომაკითხა და კანონდამრღვევი, მატყუარა ბექა კაჭკაჭიშვილის ველს მომაცილა.
თუმცა მთავარი თურმე წინ არის.
 
ორი კვირს წინ მირეკავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსმართლის თანაშემწე და მეუბნება, რომ ჩატარდა ჩემი სასამართლო, ვინაიდან, თურმე ზემოთაღნიშნულ შეკერილ ინციდენტზე პოლიციამ მიჩივლა, და თუ შემდეგშიც არ დავესწრებოდი , სასამართლო განაჩენს ჩემს გარეშე გამოიტანდა. არ დაგიმალავთ და არ დავზოგე მოსამართლე და მისი თანაშემწე, პირველ რიგში იმის გამო, რომ მათ კანონდარღვევით ჩაატარეს პირველი სხდომა, ვინაიდან ჩემთვის უწყება არავის ჩაუბარებია და წარმოდგენაც არ მქონდა არანაირ სასამართლოზე. ჩემი სათქმელი მოსამართლის თანაშემწეს წერილობით( მესიჯით) მის მობილურზეც დავუფიქსირე და საუბრის დროსაც ვუთხარი, რომ მეორე მხარის შეტყობინებისა და უწყების ჩაბარების გარეშე, მათ სასამართლოს ჩანიშვნის კანონიერი უფლება არ ჰქონდათ. ვუთხარი ასევე, რომ არიან კორუმპირებულები, არღვევენ უხეშად კანონს და ისიც ვუთხარი, რომ ამას არ ვაპატიებდი. და ვინაიდან ეხლა ვიმყოფები მექსიკაში, სადაც ჰარვარდის ბიზნეს სკოლა მიღებს შემდეგი რამოდენიმე თვე სხვადასხვა ქვეყანაში, არც იმის თქმა გამჭირვებია რომ მეთქვა, რომ იყავით ფრთხილად, ეხლა დამყვება ჰარვარდის კამერები და არაფერი შეგეშალოთ ჩემთან მთელ მსოფლიოს გავაგებინებ რაც ხართთქო.
 
ვინაიდან შემდეგი სასამართლო სხდომა არის 19 დეკემბერს, დღეს მქონდა ჩემს ადვოკატებთან საუბარი და ჰოი საოცრებავ. პოლიციიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე თავად პოლიცია წერილობით ადასტურებს, რომ მე ლიშენია მართლაც რომ არ მქონია, ხოლო მოძალადე, მატყუარა და კანონდამღვევი ბექა კაჭკაჭიშვილი ნაცვლად იმისა ბოდიშებს იხდიდეს, აქეთ მიჩივის იმაზე, რომ თურმე შეურაცხყოფა მივაყენე.
 
მონა თუ არ ხარ და საკუთარ უფლებებს იცავ, ესეიგი შეურაცხყოფის მიყენებაა, აი ესეა უკვე ჩვენი საქმე ამ ქვეყანაში. აქვე დავსძენ რომ, პატრული ინსპექტორი, მოქალაქის დაჯარიმებისას ვალდებულია სამხარე კამერა ჰქონდეს ჩართული და საუბარს იწერდეს. რათქმაუნდა მოვითხოვ მაგ ჩანაწერის სასამართლოზე წარმოდგენას, რადგან მართლა მაინტერესებს რომელ სიზმარში ნახა ჩემი ლიშენია, რაზე აცდენს ხალხის გადასახადებიდან გადახდილი ფულის ბიუჯეტს, ჩემი ან სხვა ადამიანების დროს და საერთოდ როგორ ბედავს ამდენ სითავხედეს! სახელმწიფო კი, ( თუ გაგვაჩნია კიდევ სახელმწიფო), ითხოვს, რომ თუ მოხდა ჩემი დამნაშავედ ცნობა, ვალდებული ვარ ჯარიმის სახით გადავიხადო 5000 ლარი ან ორი კვირით ჩავჯდე ციხეში… სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს…
 
რათქმაუნდა არ ვაპირებ უსამართლობას ფული ვუხადო. ვაპირებ უფრო მეტი დავხარჯო, რათა უსამართლობა ძვლებში დავამტვრიო და ხერხემალში გავტეხო. აღნიშნულთან დაკავშირებით ჰარვარდმა ერთი სერია სახელწოდებით “ KGB After Me’’ უკვე ჩაწერა.
 
ასევე, მივმართე ქალთა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზებს და კომპეტენტურ არხებსა და ჟურნალისტებს როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში და მზად არიან დამითმონ ეთერი, რათა მსოფლიომ გაიგოს, ის, თუ როგორ და რა მეთოდიკით მუშაობს კაგებეს ბინძური ხელები ჩვენს ქვეყანაში.
 
აქვე ავღნიშნავ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ძალოვან უწყებებში მომუშავე ამ სულიერად ზნედაცემულ კაცებს ეშინიათ ჩემნაირი თავისუფალი და მებრძოლი ადამიანების. სწორედ ამიტომ, იმ დროიდან მოყოლებული, რაც ბიზნეს საქმიანობას ვეწევი, ჩემზე უამრავი საქმეა აღძრული პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში, აწ უკვე საპატრულო პოლიციაშიც. ვერც დანაშაული დამიმტკიცეს და არც 10-15 წლის წინ გახსნილი საქმეები დაუხურავს არცერთ უწყებას, იმიტომ რომ სისტემა არის მოძალადე და სისტემას უნდა, რომ შიშში, ტერორში, გაჭირვებაში და უბედურებაში გვაცხოვრონ, რათა ვიყოთ მათი მონები და ბრძოლის თავიც აღარ გვქონდეს. მე ვარ თავისუფალი ადამიანი, ვიბრძოლებ და გავიმარჯვებ, ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენი შვილებისთვის!
 
ჩემი მოთხოვნები ასეთია:
1. საჯარო ბოდიში საპატრულო პოლიციისგან ჩემზე განხორციელებული ძალადობის და არარსებული ლიშენიის გამო მანქანის ჩამორთმევისთვის.
2. მოძალადე და მატყუარა პატრული ინსპექტორის სამსახურიდან გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას.
3. ასევე ვითხოვ გენპროკურორი ირაკლი შოთაძისგან ახსნა განმარტებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ არის დახურული 10-15 წლის წინ გახსნილი საქმეები, როცა გაირკვა, რომ მე დამნაშავე არ ვარ. ვითხოვ ბოდიშს მისგან და საქმეების დახურვას.
4. ჩემზე განხორციელებული მრავალწლიანი უსამართლო დევნისა და ძალადობის გამო ვითხოვ სახელმწიფოსგან სოლიდურ კომპენსაციას.
აღნიშნული თანხით აშენდება ძალადობის მხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარი და პროექტში დასაქმდებიან უმუშევარი ქართველი ადამიანები. პროცესი იქნება გამჭირვალე და ყველაფერი მოხდება ხალხის მეთვალყურეობით.
 
ჯერჯერობით ამას ვითხოვ და თან დაუყოვნებლად. არ შესრულდება ჩემი მოთხოვნები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოზე ვაპირებ გავასამართლო უწყების ყველა მოძალადე კაცი, მას შემდეგ რაც თავისუფლების მოედანზე დიდ ფინალურ ‘’კონცერტს’’ მოვუწყობ უცხოელი და ადგილობრივი არტისტების დახმარებით.თან ისეთ კონცერტს, რომ მე ვარ მალალა მოგონება იქნება.
მეგობრებო გააზიარეთ, ქვეყანა და ჩვენი შვილები სატანის ხელშია.. გაზიარებისას დააწერეთ გააზიარეთ. დაისაჯოს მოძალადე ბექა კაჭკაჭიშვილი.”
analytics
«The Times» : „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ“

„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ მათ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.

აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლედ დღის წესრიგი, უკან დასწიიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა - გარკვეული დროით მაინც.

რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო. დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე - იმპერატორ დონალდ I-ზე.

დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა - პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვნებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.

იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები - ბალტიისპირეთი, პოლონეთი...), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად - სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც... და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე,  ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.

სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე - დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის ტავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს - უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი  მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული - „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა - „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატევლი ყოფილიყო“, - შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.

ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.

თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.

თუ განსვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, - მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.

მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქარალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები  სტატიების სათაურებშიც აღარ  ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way