რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ , რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის კვირის გადაცემაში, "კვირის საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან" ერთად განაცხადა , რომ რუსეთის სახელმწიფომ იმიტომ მოახდინა უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია, რომ ევროპელები აპირებდნენ მათთვის ორგანოების ამოჭრას და ევროპელი ბავშვებისთვის გადანერგვას.
ამ დეპორტაციით რუსეთმა ათიათასობით ბავშვი გადარჩინა - აცხადებს მარია ზახაროვა.
წყარო: https://solovyov-tv.ru/
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.