USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
მარია ზახაროვა - სააკაშვილის და გუაიდოს ბედი ელის ყველას, ვინც სიცოცხლე ამერიკელებს მიჰყიდა
Date:  721

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტზე და რწმენა გამოთქვა, რომ უკრაინის ლიდერს ვლადიმერ ზელენსკის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი ემუქრება.

ზახაროვამ თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ „შოუ - შუშის მიღმა სააკაშვილთან სულ უფრო ამაღელვებელი ხდება“.

„მსოფლიომ ნახა კადრები, თუ როგორ ვერ აღწევს მიშიკო საწოლს. თუმცა, უცნობია საიდან აღმოჩნდა ეს კადრები CNN-ის განკარგულებაში“ , - ამბობს ზახაროვა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველა თვალსაზრისით, დასავლეთის მიერ შემუშავებული მასალაა (უფრო მეტიც, ორჯერ - მეორედ უკრაინაში).

„მაშ ვინ ლობირებს მას ასე? პასუხი მოვიდა (ნეტავ, ვის უკვირს) შეერთებული შტატებიდან. Reuters-მა გამოაქვეყნა საკუთარი გამოძიება აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. ირკვევა, რომ ამერიკული ლობისტური ჯგუფი Ackerman, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია მასიმო დი ანჯელო, რომელიც, შემთხვევით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია“ , - წერს იგი.

ზახაროვა ამბობს, რომ „სააკაშვილი იხდის იმისთვის, რომ დასავლეთში ის არ დაავიწყდეთ“.

„როდესაც დეტალები გაირკვა, ქართველმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს მიშიკოს საქმის შესწავლა. მათ გაიგეს, რომ სააკაშვილმა უკვე თითქმის მილიონი დოლარი დახარჯა თბილისიდან გადასაყვანად, და - პიკანტური დეტალი! - გამოდის, რომ სააკაშვილის ადვოკატები არღვევენ აშშ-ს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ - უცხოური დაფინანსების შესახებ დროულად არ აცხადებენ.

სააკაშვილის, გუაიდოს ბედი ელის ყველა მათ, ვინც სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლოები, იძულებული არიან ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის.

თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, - აცხადებს ზახაროვა.

 

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way