ზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენად მზად არის თბილისი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვას თქმით, 2024 წელს საქართველოს მხრიდან “უდავოდ პოზიტიური სიგნალები” გაჟღერდა, კონკრეტულად, ბოდიშის მოხდის საჭიროებაზე.
“ვიმედოვნებთ, რომ ისინი [სიგნალები] საქართველოს აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კონკრეტულ ნაბიჯებში განხორციელდება”, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთის გამო არ მომხდარა, არამედ ამაში დამნაშავეა “პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მაშინდელი რეჟიმი”.
“მზად ვართ მათი აღდგენისთვის, მზად ვართ იმდენად შორს წავიდეთ, რამდენად შორს წასვლისთვისაც მზად არის ქართული მხარე. შეზღუდვები ჩვენთვის აქ არ არის…
ამისთვის [თანამშრომლობისთვის] დიდი შესაძლებლობებია. და საქართველოსთვის რუსეთი საკვანძო ბაზრად რჩება ბევრი მიმართულებით, კერძოდ ღვინის პროდუქციის მხრივ, ხილეულის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია”, - განაცხადა ზახაროვამ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.