USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მარია ზახაროვა- აშშ-ში ყველას არ ესმის რა ხდება ყაზახეთში
თარიღი:  936

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-ში ყველას არ ესმის რა ხდება ყაზახეთში. ამის შესახებ მან სოციალურ პლატფორმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

ზახაროვას თქმით, თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადება, რომ შეერთებულ შტატებს კითხვები აქვს თუ რამდენად კანონიერია ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაგზავნის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა.

„ყველა შეჩვეულია იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონის ზოგიერთ წარმომადგენელს ყველაფერი არ ესმის და ამას ამერიკის პოზიციად ასაღებს“, - წერს ზახაროვა ტელეგრამზე.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის