USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
მარია ზახაროვა - აშშ-ში ადამიანები, შათდაუნის გამო, უფასო საკვების მისაღებად რიგში საათობით დგანან - რა თანხა დახარჯა აშშ-მა ზელენსკისთვის? საკვები პროდუქტების რამდენ ყუთს ნიშნავს ეს?
Date:  223

აშშ-ში შათდაუნი უკვე 23 დღეა გრძელდება, რა თანხა დახარჯა აშშ-მ ზელენსკისთვის? საკვები პროდუქტების რამდენ ყუთს ნიშნავს ეს? - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე წერს.

ზახაროვას თქმით, CNN-ის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებმაც აშშ-ში „შათდაუნის“ გამო სამსახურები დაკარგეს, უფასო საკვების მისაღებად რიგში საათობით დგანან.

„აშშ-ის ფედერალური თანამშრომლები, შათდაუნის ფონზე, უფასო საკვების მისაღებად რიგში საათობით დგანან. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ მთავრობის დახურვის შემდეგ დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი უხელფასო შვებულებაშია ან ანაზღაურების გარეშე მუშაობს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოემბერში, იმავე მიზეზით, საკვების ტალონებით სარგებლობის უფლება აშშ-ის დაახლოებით 42 მილიონმა მოქალაქემ შეიძლება დაკარგოს. შათდაუნი უკვე 23 დღეა გრძელდება“, - წერს ზახაროვა.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way