USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
მარია ზახაროვა - აშშ ცინიკურად და უცერემონიოდ ერევა სუვერენული ქვეყნების საქმეებში - ეს მხოლოდ ერთი კანონია, ღმერთო ჩემო - დასავლეთისგან განსხვავებით, მუქარები და შანტაჟი ჩვენი მეთოდი არ არის
дата:  510

დასავლეთისგან განსხვავებით, მუქარები და შანტაჟი ჩვენი მეთოდი არ არის, კავშირებს ჩვენი ქვეყნების, ერების ძირეული ინტერესებიდან გამომდინარე ვაწყობთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მარია ზახაროვამ ისაუბრა საქართველოს საკითხზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კონტექსტში და აღნიშნა, რომ ჩანს „სუვერენული ქვეყნების საქმეებში აშშ-ის ცინიკური და უცერემონიო ჩარევის მორიგი შემთხვევა“.

“ისე საინტერესოა, თითქოს ეროვნულ იდენტობა, სიამაყე და თავისუფლება სურსათია, ვინც უფრო მეტს შესთავაზებს, როგორც აუქციონზე, მისთვის საკუთარი თავის მიყიდვა და გადაცემა ღირს. ნუთუ ასე სვამთ საკითხს? - ასე არ შეიძლება საკითხის დასმა.

ყველა ქვეყანამ უნდა გაარკვიოს, ალბათ, მისი ისტორიის, მისი სამომავლო გეგმების, მისი კულტურის, ფილოსოფიის, იდეოლოგიის, შიდა და გარე პოლიტიკის გათვალისწინებით - ეს სახელმწიფო სუვერენულია თუ ეს სახელმწიფო მზად არის თავისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დელეგირება, გადაცემა ან, ვაჭრობა მოახდინოს.

ამას ვხედავთ ახლა - სუვერენული ქვეყნების საქმეებში აშშ-ის ცინიკური და უცერემონიო ჩარევის მორიგი შემთხვევა. აი ახლა ვაშინგტონში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არ მოეწონათ. შემდეგ რა იქნება? კიდევ რომელი კანონი არ მოეწონება ვაშინგტონს? ეს ხომ დიდწილად საცდელი ნაბიჯია - ახლა თბილისი, საქართველო, ქართველი ერი დანებდება ამ შანტაჟს, ისინი აჩვენებენ, რომ მათთან ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ეს ფაქტია. ზუსტად იგივე ხდებოდა უკრაინასთან…

აშშ-ის განცხადებებს შეხედეთ - თუ თბილისი ვაშინგტონის მხრიდან ამ ზეწოლებსა და გავლენებს არ ნებდება, მაშინვე საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა დააბრალეს. მაშინვე თქვეს, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის საქართველო უნდა დავსაჯოთ. აშშ-იც და მოკავშირეებიც საქართველოს მთავრობას პერსონალური სანქციებით, ევროატლანტიკური პერსპექტივის ბლოკირებით, ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის წართმევით, უვიზო რეჟიმის გაუქმებით ემუქრებიან. ეს მხოლოდ ერთი კანონია, ღმერთო ჩემო, რის შესახებაა? მხოლოდ იმის შესახებაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მიღებული სახსრის დეკლარირება და მათი წარმომავლობის ახსნაა საჭირო, თუ ისინი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ისახავენ მიზნად. ზუსტად ასეთი კანონია აშშ-შიც, ყველა იქიდან აკოპირებს…

მეორე მხრივ ვხედავთ, როგორ დამაკნინებლად, დამამცირებლად, ქართველი ერის ღირსებისადმი რამე პატივისცემის გარეშე, დასავლეთი მიწოდებებს სთავაზობთ პოზიციის შეცვლის შემთხვევაში. ნუთუ ყიდვა სურთ? ალბათ უბრალოდ არ ესმით ვისთან აქვთ საქმე.

საიდან აქვს ეს დასავლეთს? ეს ზუსტად ის კოლონიალური პრაქტიკებია - დაშინება, გატეხა და, რა თქმა უნდა, მოტყუება. ძალიან ბევრს დაჰპირდე, შემდეგ, ოქროს სანაცვლოდ შუშის მძივები მიაწოდო, ეს არის სულ. დასავლეთისგან განსხვავებით, მუქარები და შანტაჟი ჩვენი მეთოდი არ არის, კავშირებს ჩვენი ქვეყნების ერების ძირეული ინტერესებიდან გამომდინარე ვაწყობთ”, - განაცხადა ზახაროვამ.

 

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати