USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
„მაქვს სურვილი, „კოკა-კოლაში“ ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს“ - თემურ ჭყონია
Date:  2007

თელარა გელანტია

წყარო:https://bm.ge/

„მაქვს სურვილი, „კოკა-კოლაში“ დასაქმებულთა ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ თანამშრომელთა მოტივაციისთვის და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ანაზღაურება, ისე სამუშაო საათების ხანგრძლივობა. „რა საჭიროა 24/7-ზე მუშაობა?! ჩვენი მიზანია, თანამშრომელმა 8 საათი იმუშაოს“, - ამბობს ის.

- მაქვს სურვილი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ ევროპული დონის ხელფასები გვქონდეს. მინდა, დასაქმებულთა ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს;

- რომელი წლისთვის დაისახეთ ამ მიზნის მიღწევა?

- ვფიქრობ, 1.5 წელიწადში, 2025 წლისთვის მიღწევადია. თანამშრომელს რამეს რომ სთხოვ, თხოვნის და მოთხოვნის საფუძველი უნდა გქონდეს. ჩვენი მიზანია, თანამშრომელმა 8 საათი იმუშაოს; არ მიყვარს, როცა 24/7-ზე მუშაობას გამოაცხადებენ. როგორ შეიძლება, ადამიანი 24 საათი მუშაობდეს?! რა საჭიროა ეს?! 8 საათი მუშაობა სავსებით საკმარისია. სხვა სიამოვნებაც არსებობს ცხოვრებაში და მხოლოდ სამსახურს არ უნდა გადაჰყვე; 2024 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სახელფასო ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იქნება.

- ჰოლდინგ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, რომ ხელფასი იმდენი უნდა იყოს, ადამიანს ევროპაში წასვლა არ უღირდეს... დამსაქმებლების ნაწილის აზით, კომპანიებიდან კადრების გადინების და ზოგადად, მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ანაზღაურებაა...

- სწორი უთქვამს <პაატა კოკაიას>... რატომ მიდის საქართველოს მოქალაქე ევროპაში სამუშაოდ? - იმიტომ რომ მეტი შემოსავალი მიიღოს და ყოფითი პრობლემები მოიგვაროს; ოჯახს მოუაროს... ამიტომ ვალდებულები ვართ, მაღალი დონის სპეციალისტებს და არა მარტო, შევუქმნათ ისეთი პირობები და მივცეთ ისეთი ანაზრაურება, რომ საქართველოს მოქალაქე ევროპაში წავიდეს დასასვენებლად და არა - სამუშაოდ. ამის შესაძლებლობა არსებობს თუ არა? - არსებობს. მეტი უნდა იშრომო, მეტი შემოსავალი გქონდეს და ეს შემოსავალი სწორად უნდა გადაანაწილო....

- ქართველმა დამსაქმებლებმა რა უნდა გაიაზრონ?

- დამსაქმებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ გინდა, პატივისცემა დაიმსახურო და შენი კომპანია წარმატებული იყოს, თანამშრომელთა ანაზაღაურებაში ინვესტირება ერთ-ერთი მთავარი საქმეა.

 

World
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way