USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის თასი მოიგო
თარიღი:  685

ნგლისის თასის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა. გადამწყვეტ თამაშში ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში შეხვედრის მე-12 წამზე ილქაი გიუნდოგანმა გახსნა და „მანჩესტერ სიტი“ დააწინაურა. ეს ინგლისის თასის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი იყო.

33-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში პენალტით გაათანაბრა, გადამწყვეტი გოლი კი კვლავ გიუნდოგანმა გაიტანა. „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასის მფლობელი მეშვიდედ გახდა.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის