კონკრეტიკა სალომე ზურაბიშვილი მხრიდან სიღრმეებში ვერ ვნახეთ. ვერ ვნახეთ სამწუხაროდ მიმდინარე ეროვნულ გამოწვევებზე საუბარი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი შეეცადა იმის თქმას, რისი მოსმენაც ხალხს სურს.
„არ არის აუცილებელი, რომ მტყუან-მართალი, ყველა გააკრიტიკო ბალანსისთვის. ბალანსისთვის საკმარისია, რომ ყველაფერს სახელი დაარქვა. პრინციპში, მან სახელებიც დაარქვა ცალკეულ შემთხვევებში, ის, რომ ძირს უთხრიან ქართული პოლიტიკური სპექტრის რიგი წარმომადგენლები, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ და ეს ყველამ კარგად იცის ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. მეტი კონკრეტიკა მისი მხრიდან სიღრმეებში ვერ ვნახეთ. ვერ ვნახეთ სამწუხაროდ მიმდინარე ეროვნულ გამოწვევებზე საუბარი. იყო საუბარი შიდა დაპირისპირებაზე, ჩვენი ოპონენტების გარე მავნებლობაზე. თუმცა იყო ჩვენ მიმართაც კრიტიკული. შეეცადა ის ეთქვა, რისი მოსმენაც ხალხს სურს, მაგრამ ამავდროულად იყო ერთი უხერხული მომენტი: თავად ამბობს, რომ მიუხედავად ის მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლებისა, ის მაინც წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა“, - განაცხადა მდინარაძემ.