USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: სად ბრუნდება?! როგორ ბრუნდება?! ვის დაჰკარგვია?!
თარიღი:  691

სად ბრუნდება?! როგორ ბრუნდება?! ფიზიკურად რომ დაბრუნდა რა ქნა?! ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება მერე რას იზამს?! ვის დაჰკარგვია?!, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ წაადგება.

„იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მან საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. შესაბამისად, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად აღვიქვათ. ახლა წმინდა წყლის მდარე ფეიკ პიარია. სად ბრუნდება? როგორ ბრუნდება? ფიზიკურად რომ დაბრუნდა რა ქნა?! ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება მერე რას იზამს?! ვის დაჰკარგვია?! დამნაშავეა სისხლის სამართლის და გულწრფელად გეტყვით, „ქართული ოცნებისთვის“ მისი დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში საჩუქარი იქნება და ძალიან გამოადგება იმიტომ, რომ რამდენჯერ ქართველი ადამიანი მიხეილ სააკაშვილს დაინახავს, ეს კაცი ბოროტების სიმბოლოა და მიხვდება როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის