USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
მამუკა მდინარაძე სააკაშვილი-გახარიაზე - ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმეოდნენ
дата:  624

ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმებოდნენ ისინი - როგორც ჩანს, სამომავლო გეგმზე სასაუბროდ შეხვდნენ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ განცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის და გახარიას ერთმანეთთან შეხვედრა „ბევრ რამეზე აუხელს თვალს ბევრ ადამიანს ამ ქვეყანში“.

„ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ ასე მალე მოხდებოდა და ასე გაებმებოდნენ ისინი. ახლა შეიძლება დაიწყონ საუბარი იმაზე როგორ აღმოჩნდნენ შემთხვევით ამ პატარა ქვეყნის პატარა დედაქალაქში ერთ სასტუმროში, იმიტომ რომ მეორე სასტუმროში ადგილი არ იყო. დაახლოებით ასეთ არგუმენტებს ველოდებით. სიმართლე არის ერთი - ეს იყო ლეგიტიმური ეჭვი, ეჭვი, რომელიც დღეს დადასტურდა ფაქტებით. წარმოუდგენელი და გამორიცხული იყო გახარიას მოქმედებები ამის გარეშე. როგორც ჩანს ისინი სამომავლო გეგმზე სასაუბროდ შეხვდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს ერთ სასტუმროში შეხვდნენ, „შემთხვევით“, ბევრ რამეზე მეტყველებს, ბევრ რამეზე აუხელს თვალს ბევრ ადამიანს ამ ქვეყანში“, - განაცხადა მდინარაძემ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати