USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნები შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების გარეშეც გამორიცხული იყო
თარიღი:  868

„რიგგარეშე არჩევნები შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების გარეშეც გამორიცხული იყო, რადგან შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ 43%-ზე ნაკლები შეიძლება მივიღოთ. ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, გამორიცხულია, რადგან არაფერ შუაშია არაა ვადამდელ არჩევნებთან“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნების მსაზღვრელი არაა.

ანულირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩაჯდომასა და სწორი დემოკრატიული პროცესის დამკვიდრებაზე ვსაუბრობდით, სწორედ ამას ვგულისხმობდით. როცა ჩვენი მხრიდან იყო კომპრომისები და ეს მეორე მხრიდან ვერ ვნახეთ, ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე არ უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნების ბედი მიბმული. ეს დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის