USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
მამუკა მდინარაძე: პირადად ჩემი დავალებაა, რომ თუ ვინმეს წამოსვლა უნდა 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე, უზრუნველყონ მათი ორგანიზებულად წამოსვლა თბილისში
თარიღი:  366

გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ [შეკრებაზე] და სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი. ჩვენი და პირადად ჩემი დავალებაა ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუ ვინემს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ მათი ორგანიზებულად წამოსვლა თბილისში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას.

უგულავამ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული შეკრების შესახებ განაცხადა - „ვნახოთ როგორ მიატოვებენ უსინდისო მასწავლებლები ბაღებსა და სკოლებში მოსწავლეებს“.

„29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდო ლიბერალებში, „ნაცმოძრაობაში“, რადიკალურ ოპოზიციაში. ხდება მათი [„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების] პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. ახლა დასდევენ საჯარო მოხელე იქნება, თუ არა. ხალხო, საჯარო მოხელე ერთ პოსტს რომ დადებს, ხელისუფლების საწინააღმდეგოს, ერთი, ორი ვინმე რომ გამოჩნდება სოციალურ ქსელებში, ან აქციაზე, მთელი კამპანია აქვთ ხოლმე აგებული, საჯარო მოხელე პროტესტს უცხადებსო. ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია პროტესტიც გამოუცხადოს ხელისუფლებას და მხარიც დაუჭიროს. ესენი ადამიანები არ არიან?! გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ [შეკრებაზე] და სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი. დიახ, პარტიული დავალებაა, რომ პარტიის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები იქნებიან, თუ არ იქნებიან, ორგანიზება მოხდეს.

ჩვენი და პირადად ჩემი დავალებაა ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუ ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ მათი ორგანიზებულად წამოსვლა თბილისში. მიზანი არის, რომ დავანახოთ ვინ უჭერს სწორ, ეროვნულ პოლიტიკას - გამჭვირვალობას, რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას მხარს და რას უკრძალავენ ან საჯარო მოხელეებს, ან მასწავლებლებს?! თუ ვინმეს უნდა იმ დღეს მაგალითად რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა. თუ არ უნდა, ტელეკამერების მეშვეობით მივმართავ - ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადონ ჩვენმა პარტიულმა აქტივმა, რომ წამოიყვანონ ვისაც ამის სურვილი არ აქვს. ახლა იმ ხალხის გაშავებას ყველამ თავი დაანებეთ და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით საჯარო მოხელესაც, იმ ადამიანსაც, ვინც საჯარო მოხელე არ არის. ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება - ახალგაზრდაც, ხანში შესულიც, შუახნისაც და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივისა, თითქოს ხალხს რაღაც უნდა და უპირისპირდებიან აქციითო. ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე, ვერც ჰომოფობიას და ის ხალხი, საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც, მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას - მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს იქნება ქართველი ხალხის მკაფიო გზავნილი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოხატული აჟიოტაჟი მორიგი დასტურია იმისა, რომ მათთვის ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე მდგარი საზოგადოება შიშისმომგვრელია.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის