USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს
თარიღი:  724

როგორც კი შინაარსში შევედი და დავიწყე საუბარი კანონპროექტზე, იმწუთას გამაწყვეტინეს, ნუ ყვირით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის წარმომადგენლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, კანონპროექტის განხილვას ხელი შეუშალოს, რათა საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს.

"ქალბატონო სალომე, თქვენი დესტრუქცია რაში მდგომარეობს იცით? როგორც კი გადავედი ერთადერთ ვალდებულებაზე, რაც კანონის ობიექტებს ევალებათ, იმწუთას შეეცადეთ, რომ შეგეშალათ ხელი. ამას აკეთებთ თქვენ, ამას აკეთებს ქალბატონი თინა [ბოკუჩავა]. მაგრამ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას მაინც უნდა ვუთხრათ ის, რაც წერია ამ კანონპროექტში. ერთადერთი ვალდებულება, რაც გააჩნიათ, რეესტრში დარეგისტრირება და წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსებაა. რატომ აკეთებენ [ოპოზიციის წარმომადგენლები] ამას იცით? ხალხმა რომ არ გაიგოს. პირდაპირი მტკიცებულება, როგორ უნდათ სხდომის ჩაშლა." - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის