USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
მამუკა მდინარაძე გია ვოლსკზე - როცა მამის ტოლ კაცს აგინებ, მონას ეძახი, ძნელი მოსათმენია
дата:  669

არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო თქვას თავად გია ვოლსკიმ, თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც გია ვოლსკის მიერ აქტივისტებისთვის შეურაცხმყოფელი ჟესტის ჩვენებას შეეხებოდა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, ის არავის ამართლებს, თუმცა, როცა „რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ დაორგანიზებული აქციიდან მონას გეძახიან, რთული მოსათმენია“.

„ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება, გია ვოლსკისთანაც გექნებათ თქვენ ალბათ საშუალება ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჩაწეროთ. არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო, თავად გიამ თქვას. თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. ნამდვილად არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას, ან გამტყუნებას, მაგრამ როცა მამის ტოლ კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგემილია და სათავეში უდგას „ეფესბე“-ს აგენტურა, შეიძლება შენ გულწრფელიც იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი „ეფესბე“-ს აგენტურის მიერ და რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია. თუმცა, ამართლებს თუ არა ამ ყველაფერს, ეს მეორე საკითხია“, - განაცხადა მდინარაძემ.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати