USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
მამუკა მდინარაძე: ამ შეკრებაზე ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ ენდომება დასწრება, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს მივმართავ, თუ წამოსვლა არ გნებავთ, იქ არ უნდა იყოთ
дата:  512

აბსოლუტური ისტერიაა მეორე მხრიდან. მაგალითად ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობის, ყველაფრით ცდილობენ რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დეპუტატმა მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეებს, რომ თუ სურვილი არ აქვთ ხვალინდელ შეკრებაზე დასწრების, არ მივიდნენ.

„გარანტიას გაძლევთ, რომ იურიდიულ კომიტეტზე კვლავ ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი. მიუხედავად იმ ისტერიული კამპანიისა, დაბუსტული პოსტებისა და ძალით გარეკლამებული საკითხებისა (დიახ ჩვენც ვბუსტავთ გარკვეულ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ) მაგრამ, ამავდროულად, აბსოლუტური ისტერიაა მეორე მხრიდან. მაგალითად ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ამ ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობის, ყველაფრით ცდილობენ რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ, ცდილობენ რომ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, რუსული გახადონ. წელს საბედნიეროდ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ადამიანების უმეტესობამ გაიგო რასთან აქვთ საქმე, რომ შეუძლებელია გამჭვირვალობა იყოს რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული. ევროპას და ევროპულობის აღქმას ყველაზე მეტად ის ადამიანები აზიანებენ, რომლებიც ევროპარლამენტიდან და ჩვენი ქვეყნის შიგნიდან გვეუბნებიან, რომ თუ გამჭვირვალობა იქნება, ეს არაევროპულია, მაშინ ჩვენ სანქციებზე ვიფიქრებთ, თქვენს წინააღმდეგ ვიქნებითო. გვიწერენ რეზოლუციაში, რომელსაც ფასიც აღარ აქვს, თითს გვიქნევენ, თურმე ჩვენ ქვეყანაში, ასეთი კულტურის, მენტალობის და ტრადიციების ხალხში, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის უფლება არ გვაქვს, თურმე ამ ადამიანების უფლებები და პროპაგანდა არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და თურმე გამჭვირვალობის კანონი არ უნდა მივიღოთ. გამჭვირვალობა, ტრადიციული ღირებულებების დაცვა , უფლებებისა და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნაა რუსული? რატომ არეკლამებენ ასე რუსეთს? ამ დროს მტრის, ოკუპანტის საქმეს ვინა აკეთებს, ქართველი ხალხი ბოლოში სწორ ანალიზს აკეთებს, ქართველი ხალხი ხვალ თავის სიტყვას იტყვის. არ იქნება ოჯახი, რომლის წარმომადგენელიც იმ აქციაზე არ იდგება, არ იქნება სოფელი, დაბა, მუნიციპალიტეტი, რომლის ძალიან ღირსეული წარმომადგენელიც იქ არ იქნება. ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ ენდომება [დასწრება] ყველა თათბირზე ვამბობდი, რომ არცერთი ადამიანი არც კი დაარწმუნოთ, რომ წამოვიდნენ, თუ წამოსვლა არ უნდათ. აქვე მივმართავ ყველას,საჯარო მოხელე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, თუკი ფიქრობს, რომ იქ არ უნდა იყოს, არათუ პრობლემა შეექმნება, კითხვასაც კი არავინ დაუსვამს, რატომ არ მოდის. განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს მივმართავ, თუ ხვალ წამოსვლა არ გნებავთ, იქ არ უნდა იყოთ. თუკი ვინმე იტყვის, რომ მე ძალით წამომიყვანესო, ეს იქნება დადგმული პროვოკაცია ნაცმოძრაობის, მათი ტელევიზიების და მდიდარი ენჯეოების. არცერთი ადამიანი არ უნდა ვნახოთ იქ, ვისაც არ აქვს დასწრების სურვილი.

ვისაც სურვილი აქვს და სჯერა ჩვენი და იცის ის ყველაფერი, რომ ევროპასთან დაკავშირებული კითხვები არ არსებობს, ეს გზა უალტერნატივოა და ჩვენი ხელისუფლებაა, რომელმაც მიაღწია ასოცირების შეთანხმებიდან დაწყებული, ვიზალიბერალიზაციიდან და კანდიდატის სტატუსიდან გაგრძელებული და ჩვენ ვიქნებით ისინი ვინც ქვეყანას ევროკავშირის წევრს გავხდით. ვინც ამ რეალურ, პრაგმატულ, ეროვნულ პოლიტიკას უჭერს მხარს და სურვილი აქვს ეს დააფიქსიროს, ყველას მოვუწოდებ რომ აქციაზე იყოს “, - განაცხადა მდინარაძემ.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати