USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
მამუკა მდინარაძე: 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია
Date:  359

2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია.

„ისევ მხოლოდ ფაქტები: 2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბევრი ქვეყანა არ შეუერთდა, რომელთა შორისაც იყო, მაგალითად, მოლდოვა. მიმართვის საფუძველზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო.
პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია. ეს ის დღეებია, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები იმართებოდა მოტივით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას… ეს ის დღეებია, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ, იგივე მოტივით, საქართველოდან ელჩი გაიწვია…

რაც შეეხება ქართულ საკანონმდებლო ბაზას ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით: მსოფლიოში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების მონაწილე 123 ქვეყანაა. დღევანდელი მოცემულობით, მათ შორის არ არიან, მაგალითად, თავად უკრაინა, რუსეთი, აშშ და სხვ. საქართველო, რომის სტატუტის წევრი ქვეყნებიდან, იმ 22 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც სრულად აქვთ მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა ჰააგის სასამართლოსთან სათანამშრომლოდ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნისგან, რომლებსაც დღემდე არ აქვთ შექმნილი საკანონმდებლო ბაზა სასამართლოსთან პროცესუალური თანამშრომლობისთვის.“, - წერს მდინარაძე.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way