USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
მამუკა მდინარაძე - თუ ჩვენ ვიღაცამ საიდანღაც უნდა გაგვრიცხოს, შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ურთიერთობის გადახედვაზე ნებისმიერთან და უნდა გვქონდეს ამისი თავი საქართველოში, რომ ამაზე ღიად ვილაპარაკოთ
თარიღი:  

თუკი ვინმე უნდა ალაპარაკდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ჩვენი გარიცხვის საკითხზე მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და მსგავს ღირებულებებზე და ამის გამო ვინმემ უნდა დააყენოს საკითხი, რომ გაირიცხოს „ქართული ოცნება“, ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. კითხვა ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტების სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ გარიცხავენ.

„ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ, თუ ვიღაცისთვის მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ იღებდეს კონფერენციაში მონაწილეობას, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, წარსულის პატივისცემაზე, განვითარებაზე, მომავალზე, რწმენაზე და მის თავისუფლებაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა საუბარი. ამ საკითხებზე ლაპარაკისთვის თუ ჩვენ ვიღაცამ საიდანღაც უნდა გაგვრიცხოს, შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ურთიერთობის გადახედვაზე ნებისმიერთან და უნდა გვქონდეს ამისი თავი საქართველოში, რომ ამაზე ღიად ვილაპარაკოთ. ყველა ჯგუფის უფლებებს ვიცავთ, მაგრამ თუ ვიღაცების, რაღაც ჯგუფების პროპაგანდას არ ვეწევით და ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამის გამო არავინ უნდა იფიქროს საიდანღაც გარიცხვაზე და სხვა სახის მუქარაზე. ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, იქამდე იქნებ დაგველაპარაკონ რაშია საქმე. ისედაც ნათელია ყველაფერი, მაგრამ მაინც ჯობია, ასეთი საკითხები იმ პოლიტიკურ ჯგუფში გაირკვეს, სადაც სხვადასხვა პარტია შედის, მათ შორის „ქართული ოცნებაც“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციას“ წელს უნგრეთი უმასპინძლებს. ღონისძიება 4-5 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. მიწვეულ სპიკერებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ქართული ოპოზიციური წრისთვის კრიტიკის საგანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმავე ტრიბუნაზე უნდა გამოვიდეს, სადაც ვიქტორ ორბანი.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის