USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მამუკა მდინარაძე - ხალხის რეაქციამ პრეზიდენტის შერბილებული ტონი უზრუნველყო
თარიღი:  731

თუკი სალომე ზურაბიშვილს შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს და შემდეგ შეიძლება სამართლიანადაც თქვას, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, მოვუწოდებთ - საქართველოშიც შეიძლება იგივე გააკეთოს. ამის საპირისპირო გააკეთა მან საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, 26 მაისის ღონისძიებაზე. ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ბრიუსელში გამოსვლაზე საუბრისას განუცხადა.

„2023 წელია და ამ საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა, ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს პარლამენტში გამოვა, თუ სხვა ღონისძიებაზე, მათ შორის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. აქედან გამომდინარე, უნდა ვთხოვოთ, რომ თუკი შეუძლია მას შედარებით, (გასაგებია, რაღაც პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყო), მაგრამ, შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს და შემდეგ შეიძლება სამართლიანადაც თქვას, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, მოვუწოდებთ, რომ საქართველოშიც შეიძლება იგივე გააკეთოს.

ამის საპირისპირო გააკეთა მან საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, 26 მაისის ღონისძიებაზე და ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო“ - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გარკვეული მესიჯბოქსის ნაწილია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხზე აქცენტირებას აკეთებდა, მაგრამ მთავარია ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„საქართველო ამ მოცემულობით, სხვაზე მეტად (და ამას ევროკავშირიც და მისი კრიტერიუმებიც ადასტურებს), იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ყველა დანარჩენი არის დეტალები, რომელსაც შეიძლება მნიშვნელობაც შედარებით აღარ მივანიჭოთ, მაგრამ შედარებით დაბალანსებული, ობიექტური გამოსვლები შეიძლება მისასალმებელიც იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის