USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მამუკა მდინარაძე - ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს
თარიღი:  748

ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს - რეზოლუცია არ დაავიწყდეთ, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ჩაუწერეს, რომ ომი მათ დაიწყეს, ამაზე რუსეთს ხელი მოუწერეს და სხვისი მხრიდან რუსული ინტერესების გატარებაზე ლაპარაკობენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, იმ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდეს, რომელიც აწყობს, „ქართული ოცნება“ კი საქართველოს ინტერესების მიხედვით მოქმედებს.

„ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს. ხან რომელ ქვეყანას უწოდებენ მტრულს და ხან რომელს მოყვარეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. აგენტი - აგენტია. მტრის ინტერესების გამტარებელი კიდევ უარესია და ბევრად ნაკლები არ არის სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გამტარებელზე. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესი გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს - ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს ინტერესებიდან გადმოვიდეთ. ისინი მერე პიარულად, რუსულ ინტერესებს არქმევენ.

ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველამ დაიმახსოვროს, რაც არ უნდა რომელი ქვეყნის ინტერესები არ უნდა ატარონ, ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რაღაცების სანაცვლოდ, საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი იქნება მეორეხარისხოვანი და პირველ პლანზე საქართველოს ეროვნული ინტერესები იქნება. ამას არ გვპატიობენ, ამისთვის გვებრძვიან.

ერთი მხრივ, რეზოლუცია არ დაავიწყდეთ, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ჩაუწერეს, რომ ომი მათ დაიწყეს, ამაზე რუსეთს ხელი მოუწერეს და სხვისი მხრიდან რუსული ინტერესების გატარებაზე ლაპარაკობენ და მეორე მხრივ, სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გატარება, როცა ეს შეიძლება საქართველოს ინტერესში არ ჯდებოდეს არის ასევე, მოღალატეობრივი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის