USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Тбилиси
მამუკა მაჩაიძე: ყველა მაღალჩინოსანი პირადად უნდა ჩადიოდეს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან
дата:  628

ამერიკაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მომუშავე ქართველი ექიმი მამუკა მაჩაიძე საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ის, რომ ქვეყანამ ვაქცინა არ მიიღო, უფრო გაუგებრობას ჰგავს, ვიდრე იმას, რომ ეს “აპლიკაციის არასწორად შევსების” ბრალია.

“როგორც იცით, COVAX პლატფორმას აქვს უმეტესად მედიატორის როლი, ანუ ის თვითონ არ აწარმოებს ვაქცინებს და მთლიანად დამოკიდებულია ვაქცინის მიმწოდებლებზე. ფაიზერსაც და მოდერნასაც მიწოდების პრობლემები აქვს ყველგან (მათ შორის ამერიკის ბევრ შტატში), რასაც ბევრი მიზეზი აქვს; ბალკანური ქვეყნებიც ელოდნენ რნმ ვაქცინებს და როდესაც ვერ მიიღეს დათქმულ დროს, დაემუქრნენ კოვაქს პლატფორმას ჩივილით; არ ვიცი, რამდენად „დამატებითი რეგულაციების/გადაზღვევის“ მოთხოვნა ამის საპრევენციოდ გამოიგონეს თუ არა, მაგრამ არ მგონია, რომ აპლიკაციის არასწორად შევსება იყოს ის მიზეზი, რატომაც ვაქცინა არ მივიღეთ, უფრო გაუგებრობას ჰგავს. იმედია, „ჩივილის“ გაჟღერება შიდა ბაზარზე მოხმარებისთვის და გულის მოფხანისთვის იყო გაჟღერებული, უბრალოდ არანაირ შედეგს არ გამოიღებს…”, — წერს მამუკა მაჩაიძე.

როგორც მამუკა მაჩაიძე ამბობს, ვაქცინის მისაღებად საჭიროა პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკება და ამ კომპანიებთან ყველა მაღანჩინოსნის პირადად ჩასვლა.

“ისრაელი, პაულუ და ვატიკანი ყველაზე ადრე დაამთავრებს მოსახლეობის უმრავლესობის აცრას – ბოლო ორზე კომენტარს აზრი არ აქვს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტია რომ პაულუმ მოდერნა პირდაპირ შტატებიდან მიიღო და აქტიურად დაიწყო მოსახლეობის აცრა. რაც შეეხება ისრაელს – ნათანიაჰუმ 17 შეხვედრა გამართა ფfაიზერის CEO-სთან, გარდა იმისა, რომ ორჯერ მეტი ფასი შესთავაზა (47$ 23-ს ნაცვლად), გამართული ინფრასტრუქტურა და დღეში 150,000 ადამიანის აცრას შეჰპირდა. პირადად ჩაუდგა ვაქცინაციის კამპანიას სათავეში და შედეგი უკვე სახეზეა.

პირდაპირ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პრეცედენტები არსებობს, მაგრამ აქაც სწორი და გავლენიანი კონტაქტებია საჭირო. მაგალითად, თუ კონტაქტზე გახვალ Novavax-თან ან Astrazeneca-სთან, გადაგამისამართებენ Serum Institute-თან, რომელიც ინდოეთშია და ძალიან რთული ორგანიზაციაა საურთიერთოდ. მოკლედ ყველა მაღანჩინოსანი, ჩემი აზრით, პირადად უნდა ჩადიოდეს ამ კომპანიებთანაც და ასევე სხვა მეგობარი ქვეყნის ადმინისტრაციასთან პროაქტიული კავშირია საჭირო; ყველა წესის გვერდის მოვლა შეიძლება, ყველაფერი მოლაპარაკების საგანია. ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპანიებთან წინასწარი მოლაპარაკება, რომელთა ვაქცინებსაც ჯერ EUA არ მიუღიათ, ასეთია Glaxo/Sanofi და Novavax მაგალითად”, — წერს მამუკა მაჩაიძე.

ამერიკაში მომუშავე ექიმი რუსულ და ჩინურ ვაქცინაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი ვაქცინები სანდო არაა.

“რადგან რუსული და ჩინური ვაქცინის თემამაც გაიჟღერა, „სულ არაფერს ხომ ჯობიას“ და „თუ ლოდინი არ გვინდა, ესენი იყოს“ მიზეზით, ჩემს აზრს დავაფიქსირებ – რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ პირდაპირი მნიშვნელობით თავის ხალხზე ჩაატარა ექსპერიმენტი; ასევე კარგად იციან, რომ არცერთი ჭკუათმყოფელი არ ენდობა პროცესს, შესაბამისად, არც მათ ვაქცინებს. ამიტომ აქტიურად მუშაობენ მინიმუმ 2 ევროპულ მწარმოებელთან (ალბათ მეტთან), რომ „ჩერეზ“ მათი ფილტრით და მათთან თანამშრომბლობით ჯანმოს ნებართვა მიიღონ, შემდეგ ჩვენთან რა ფორმულა შემოვა, ღმერთმა იცის. მე პირდად, როგორც რიგითი ექიმი, ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას და ვამხელ ყველანაირად, როგორც შემეძლება”, — წერს მაჩაიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციისთვის სისტემა გამართული იყოს.

“მთავარი, რაც ახლა ჩემი აზრით ქვეყნის შიგნით უნდა კეთდებოდეს, არის აქტიური კამპანია, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ „უნდა აიცრა“-ს ძახილს. ადამიანების იმ ჯგუფს, რომელსაც გულწრფელი სკეფსისი აქვს, უნდა ავუხსნათ მათ შორის ისიც, რაც ჯერჯერობით არ ვიცით ვაქცინებზე და ისიც, რა რისკებს შეიცავს უვაქცინობა. ასევე, ვინ და რა სისტემაა პასუხისმგებელი, რომ მაგალითად, ჩემს მართლა გმირ კოლეგას კახეთში ან აჭარაში, რომელსაც თავისი ნებით სურს აცრა, რიგში წინ არ ჩაუდგება რომელიმე გავლენიანი ან ფულიანი ჩინოვნიკი.

ვაქცინაციის თემა ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიურია ყველა საზოგადოებაში და ამიტომაც მარტივია მისით მანიპულირება და ხალხის კიდევ უფრო დაპირისპირება, მაგრამ პარადოქსულად შეიძლება მაკონსოლიდირებელიც აღმოჩნდეს სწორი მართვის პირობებში”, — წერს მამუკა მაჩაიძე.

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати