“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ლგბტ უფლებები ირღვევა, თუმცა მიიჩნევს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები არ უნდა შელახოს.
მამუკა ხაზარაძე წინააღმდეგია, მოხდეს უმცირესობითვის ქორწინების დაკანონება და მათთვის შვილის აყვანის უფლების მიცემა.
“ვფიქრობ, კონსტიტუციაში ეს ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მე მგონი ამას გადახედვა არ სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები ძალიან კარგად არის დაცული და თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას რომ კანონი არ სრულდება. ანუ ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, რაც არ ნიშნავს იმას რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. [მათი უფლებები] ირღვევა თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი ესე ვთქვათ რაღაცა… ამიტომ კანონით უნდა ვიმოქმედოთ, კონსიტიტუციაში ეს კარგად წერია და ამას უნდა გვაყვეთ. [ქორწინების] წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ რომ შვილი დედამ და მამამ უნდა გაზარდოს,”-აცხადებს ხაზარაძე.