USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
მამუკა ხაზარაძე: „ოცნება“ ცდილობს ოლიგარქად მონათლოს ყველა მდიდარი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი აქვს
Date:  732
პარლამენტი განიხილავს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონს, „ოცნება“ ცდილობს ოლიგარქად მონათლოს ყველა მდიდარი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი აქვს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 
 
პარლამენტი განიხილავს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. "ოცნება" ცდილობს ოლიგარქად მონათლოს ყველა მდიდარი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი და ინტერესი აქვს.
 
ამიტომ პირველ რიგში ოცნების მესვეურებს განვუმარტავ ოლიგარქის ცნებას - ეს ნიშნავს მცირეთა ძალაუფლებას, ერთი მუჭა ელიტური დაჯგუფების მმართველობას, მათ მიერ ადმინისტრაციული და სახელისუფლო ბერკეტების ფლობას და ბოროტად გამოყენებას!
 
ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც შექმნა, ზუსტად ასეთი, ოლიგარქიის დანაშაულებრივი სისტემა, თავად ჩრდილოვანი მმართველია, ხოლო მისი ხელისბიჭებისგან შექმნილი მთავრობა, საკანონმდებლო ხელისუფლების უმრავლესობა, სასამართლო, პროკურატურა, მედია ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებით მართავს და უფრსკულისკენ მიაქანებს ქვეყანას!
 
ამავე დროს, ისინი ცდილობენ ოლიგარქიის ცნება დაამახინჯონ და ამოატრიალონ, ხოლო ახალი კანონის შემოღებით ქვეყანაში გაანადგურონ ბიზნეს კლასი, მოსახლეობას შეაძულონ წარმატებული ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, შემოაქვთ ინვესტიციები, ამუშავებენ ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ივანიშვილს ეშინია ადამიანის, რომელიც არ არის მისი მსახური და მისი კარის ბიზნესმენი, რომელიც დამოუკიდებელია და რომელსაც შეიძლება ხვალ პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეს.
 
მე კარგად ვიცი რას ნიშნავს ეს. ოცნების ტროლ-ბოტები დიდი ხანია ცდილობენ ჩემს გაშავებას, ამაში წლებია უდიდესი ფული იხარჯება...
 
ეს ყველაფერი ხვალ და ზეგ კიდევ უფრო სახიფათო სახეს მიიღებს. ადამიანებს შეეშინდებათ სიმდიდრის და დოვლათის შექმნის, შეეშინდებათ ბიზნესის წარმოების, შეეშინდებათ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის, ეს გაანადგურებს ქვეყანაში დამოუკიდებელ ბიზნეს კლასს და დარჩება მხოლოდ ამგვარი არჩევანი - ან აწარმოო შავი ბიზნესი “ოცნებასთან” ერთად ან გაქრე...
არ დავუშვათ ამგვარი არჩევანის წინაშე დარჩენა.!
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way