USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
მამუკა ხაზარაძე: “ლელოს” თბილისის მერის არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს
Date:  998

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, თბილისის მერის არჩევნებზე ლელოს თავისი კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ მან რ2-ის “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

ხაზარაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, საჭიროა, ხელისუფლებამ 43% ვერ მიიღოს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ოპოზიციამ წარმატებას მიაღწიოს არა მხოლოდ მერის არჩევნებში, არამედ თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში.

“ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინაციაში, უნდა იყოს კონკურენცია ოპოზიციასშორისაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი”, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, მერის არჩევნებში მისი კანდიდატურა არ განხილულა.

“ახალი სახეები უნდა წარმოჩინდეს ადგილობრივ არჩევნებზე, მერის არჩევნებზეც”.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way