USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
მამუკა ხაზარაძე: ღალატი - ქართული ფენომენი
Date:  375

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს მესამე პრეზინდეტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ როგორც 30 წლის წინ, ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა.

ხაზარაძის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება, შემდეგი შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოს.

 

"30 წელია ქართულ პოლიტიკას ვუყურებთ. იმედით ვიწყებთ ყველა არჩევნებს, იმ იმედით, რომ აი, ახლა გვეშველება, ახლა დაიწყება ის, რაც ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ის, რომ ადამიანი, მოქალაქე იქნება დაცული, თუმცა...

უმრავლესობით ვირჩევთ პრეზიდენტებს, თითქმის ერთხმად, ერთსულოვნად და შემდეგ ყოველ ჯერზე ამ ლიდერის განადგურებით ვართ დაკავებული. სახალხო სანახაობის ფონზე აღტკინებულები და განაბულები მისი სასაკლაოზე გაყვანის ფინალური სერიის მოლოდინში შევცქერით სისხლიან დასასრულს.
ახლაც იგივე ხდება, რაც 30 წლის წინ. პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა დიდი ღალატის შედეგი იყო, ღალატის, რომელშიც მისი გარემოცვა და მტრები თანაბრად მონაწილეობდნენ. მაშინ საღმა აზრმა ვერ გაიმარჯვა, პრეზიდენტი მოვკალით! დიახ, ყველამ ერთად მოვკალით, მიუხედავად მომხრისა თუ მოწინააღმდეგისა, ის მოკლა ღალატმა, რომელიც პროცესების თანმხლები იყო, როგორც ქართული ფენომენი.
სააკაშვილის მიმართაც იგივე სცენარია დაწერილი, როგორც აქ, ასევე რუსეთის სპეცსამსახურებში. ზუსტად ისე, როგორც გამსახურდიას დროს, მაშინაც და ახლაც ქართველების ხელით ხდება ერთ დროს უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა.
არაბული ანდაზაა: "ის , რაც ერთხელ ხდება, არაა აუცილებელი მეორედ მოხდეს და თუ ორჯერ ხდება, მესამედ და კიდევ ბევრჯერ აუცილებლად მოხდება." მესამე შეიძლება ივანიშვილი იყოს თუ სააკაშვილს დროზე არ მიეცა სიცოცხლის შენარჩუნების უფლება. ამაში დარწმუნებული ვარ და მთელი გულით არ მინდა, რომ ასე მოხდეს.
უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ვენდეტა, რევანში და შურისძიება!
იმედია, დადგება დრო და საკაშვილი თავად იტყვის ვინ დაარწმუნა მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა, “არაფერი არს დამალული რაც არ გამჟღავნდების.”
დავფიქრდეთ ყველა, დავსვათ წერტილი, დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ამ რთულ და ქვეყნისთვის უამრავი გამოწვევების სავსე დროს. მერე გვიან იქნება, მერე ვეღარ გავაჩერებთ ზვავს, რომელიც წაგვლეკავს, ეს კი ის სცენარია, რომელიც აწყობს ჩვენს მტერს!
გონს მოვიდეთ!
დავამარცხოთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ!"
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way