USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
თბილისი
მამუკა ხაზარაძე: ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება - თუმცა, სიმართლე ერთია - ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან
თარიღი:  789

ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება - თუმცა, სიმართლე ერთია - ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან , - ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, არჩევნების ახალი წესით ჩატარება ქართული საზოგადოების გამარჯვება და ცივილიზებული სამყაროსკენ გადადგმული ნაბიჯია.

„საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნების ახალი წესით ჩატარება ქართული საზოგადოების გამარჯვებაა, რომელიც ჩვენს რეალობას საფუძვლიანად შეცვლის. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ცივილიზებული სამყაროსკენ, თანამედროვეობისკენ და ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება, ისინი, ვინც შეთანხმება შეასრულა და ისინიც, ვინც შეთანხმება დაარღვია, მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დიდხანს ვიდავებთ ამ წარმატების ავტორობაზე - თუმცა, სიმართლე ერთია - ამ ყველაფრის რეალური შემოქმედები ჩვენი შვილები არიან. ეს გამარჯვება ახალ თაობას, საქართველოს მომავალს ეკუთვნის - მაკოს, გიორგის, გურამს, ირაკლის, თამარს და ათასობით ახალგაზრდას, ახალ ძალას და ახალ თაობას, რომელიც გულწრფელად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე იცავდა და იცავს თავის ქვეყანას, სამშობლოს, მომავალს. ახლა, ამ გამარჯვების საკუთარ თავზე აღებას ბევრი შეეცდება - ხელისუფლება, პოლიტიკოსები, პოზიციაც და ოპოზიციაც, თუმცა ამ მიღწევას ვერავინ წაართმევს ახალ თაობას, რომელმაც საკუთარი სისხლის ფასად, საკუთარი ბრძოლით მოგვიტანა ეს გამარჯვება,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და მიღებული ცვლილებებისთვის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

მამუკა ხაზარაძის შეფასებას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის