USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
მამუკა ხაზარაძე - ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გიორგი მარგველაშვილთან
дата:  711

ამ ეტაპზე სიებსა და რიგითობაზე მსჯელობა არ გვქონია, ადრეა საარჩევნო სიაზე საუბარი. „ლელო” პარტიული მშენებლობითაა დაკავებული, რომ როგორც არჩევნების დროს, ასევე შემდგომ პერიოდში, შევძლოთ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მან პარტიაში ახალი სახეების შესაძლო დამატებაზე ისაუბრა და დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. ხაზარაძის თქმით, პარტიის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას.

„ვადასტურებ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს გამოიღებს ამას აუცილებლად გავხდით საჯაროს. ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყანას. ამ ეტაპზე სიებსა და რიგითობაზე მსჯელობა არ გვქონია, რადგან ვაჯერებთ ჩვენ ხედვებს და სამოქმედო გეგმას. ასევე ადრეა საარჩევნო სიაზე საუბარიც. მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიული მშენებლობით ვართ დაკავებულები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати