USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მამუკა ხაზარაძე - შე დალოცვილო, რატომ ჩამოგყავს ეს ადამიანი?!
თარიღი:  971

„ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი არც კი განიხილება, „სწორედ ეს არის ის ულტიმატუმი, რომელსაც მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შეჰყავს“.

„ჩვენ აუცილებლად დავსხდებით მაგიდასთან, რაც არ უნდა ასეთი რადიკალური განცხადებები მოვისმინოთ. „ქართული ოცნების“ ამოცანა სწორედ ის არის, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს და მერე ეს ოპოზიციას დაბრალდეს. „ლელო“ და დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებიც დღეს მოვისმინეთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ არჩევნებზე საუბარი არ არის, მაშინ ჩვენ კი არ უნდ გვითხრან, უნდა გაუგზავნონ დეპეშა პრეზიდენტ მიშელს და უთხრან, ჩვენ არ გვინდა მოლაპარაკებების გაგრძელება, რადგან არჩევნების საკითხი 6 პუნქტიდან ერთ-ერთია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას მოლაპარაკებების პროცესი ჩაშლისკენ მიჰყავს, შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.

„კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის წინა დღეს, როცა მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ორ საკითხზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, მაშინ შე დალოცვილო, რატომ ჩამოგყავს ეს ადამიანი?! ჩვენ მაქსიმალური მონდომებით და მოთმინებით გავაგრძელებთ მოლაპარაკებას, რადგან ეს არის შანსი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერის განცხადებით, დღეს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია შესული და გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებშია.

„მთელი ეს პროცესი დავიდა მარტივ ფორმულაზე, პარლამენტში შეხვალ თუ არ შეხვალ, დაახლოებით ასე მიდის მსჯელობა, რა თქმა უნდა, ყველასთან არა, მაგრამ ადამიანებს ბოლოს ეს რჩებათ. პრაქტიკულად, ეს იმ პროპაგანდის შედეგია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა იმიტომ, რომ ამ საუბარში ადამიანებს დაავიწყდათ, რაზე ხდება მედიატორობა, რა საკითხებს ვიხილავთ. საკითხი ეხება 6-პუნქტიან დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მაგიდაზე დადო. ეს არ არის ერთი საკითხი, ეს არის საკითხების კომპლექტი, რომელიც სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ ქართველ ხალხს. ჩვენს ინტიტუციონალურ განვითარებას, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ქვეყნის ახალ ეტაპზე გადაყვანას. როცა საუბარია იმაზე, რა უნდა ოპოზიციას, გავიმეორებ იმას, რაც დანიელსონის ვიზიტის პირველ დღეს ვთქვი, ოპოზიცია პირველ დღესვე მზად იყო ხელი მოეწერა საკითხის 90%-ზე. საკითხი თითქმის შეთანხმებულად ჩავთვალეთ. „ლელო“ და სხვა ოპოზიციური ლიდერები მზად იყვნენ ამ დოკუმენტზე ხელი მოეწერათ. სამწუხაროდ, იმ დოკუმენტიდან არ დარჩა არაფერი, დარჩა წყალი, ჰაერი და უბრალოდ გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ეს არ იყო ოპოზიციის დოკუმენტი, ეს იყო ბატონი დანიელსონის ჩაშლილი დოკუმენტი 6 პუნქტიდან გამომდინარე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის