USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
მამუკა ხაზარაძე - რატომ ბრუნდები, ომიაო, უკვე თბილისთან არიანო
дата:  321

ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აგვისტოს ომის 13-წლისთავს ეხმიანება და 2008 წლის მოვლენებს იხსენებს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ნაწილი ქვეყანამ მალე უნდა დაიბრუნოს. 

"ომი რომ დაიწყო, უფრო სწორად, რუსეთის არმია რომ შემოიჭრა საქართველოში, მაშინ ოჯახთან ერთად თურქეთში ვისვენებდი. კიევის გავლით ბოლო თვითმფრინავით ჩამოვფრინდი თბილისში.

რამდენიმე კაცი იჯდა სალონში, მათ შორის, ერთი ამერიკელი ფოტოკორესპონდენტი, 

“რატომ ბრუნდები, ომიაო, უკვე თბილისთან არიანო, “- მკითხა, მინდოდა ბევრი რამ მეთქვა მაგრამ ყელში ბურთი გამეჩხირა, ვერ ვუპასუხე, მივხვდი, რომ ახსნას აზრი არ ექნებოდა, მას შემდეგ 13 წელი გავიდა და ის ბურთი ახლაც მეჩხირება ყელში, სიმწრის, ემოციის , დარდის, ჩვენი დაღუპული გმირი ბიჭების ხსოვნის ტკივილის...

ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მავთულხლართებს იქით ჩვენი სამშობლოა, რომელიც მალე უნდა დავიბრუნოთ.

დიდება საქართველოს!

დიდება გმირებს!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - წერს მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.

 

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати