USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
მამუკა ხაზარაძე - რას ვპატიობთ სამშენებლო კომპანიებს, რომლებმაც დიდი თანხები შეწირეს „ქართული ოცნებას“ ?
дата:  501

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც დედაქალაქში სამშენებლო ნებართვის პირობების დარღვევის გამო ექსპლუატაციაში მიუღებელ მშენებლობებს ეხება.კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, თუმცა საკომიტეტო მოსმენები გრძელდება.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძე, დღეს კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ავტორისმაია ბითაძისგან კანონდამრღვევი კომპანიების ვინაობა და კონკრეტული დარღვევების გასაჯაროვება მოითხოვა. ხაზარაძე ასევე დაინტერესდა, რა ჩამკეტი მექანიზმი ექნება სახელმწიფოს იმისთვის, რომ კანონდამრღვევმა კომპანიებმა პატიების შემდეგ იგივე არ გაიმეორონ.

„გვაქვს კანონდამრღვევი კომპანიების დასახელება და ვიცით, რომ ისინი დაახლოებით 10 მილიონით დაჯარიმდნენ. ამ კომპანიებში აღმოვაჩინეთ საკმაოდ სოლიდური კომპანიები, რომლებიც ამნისტიის სიაში ხვდებიან. დაახლოებით 6-7 კომპანიაა, რომელსაც გადახდილი აქვთ 10-15 ათას ლარიანი ჯარიმა, ამავე დროს „ქართულ ოცნებას“ შესწირეს საკმაოდ სოლიდური თანხა და არ ჩანს რას ვპატიობთ ამ ხალხს.

მე მაინტერესებს, თუკი კომპანია 10 ათას ლარიან ჯარიმას იხდის, 60 ათას ლარს უხდის მმართველ პარტიას, მშენებლობას აგრძელებს, რა არის ის ამნისტია, რომელიც ამ კომპანიებს უნდა ეპატიოს? მაშინ ეს ძალიან დიდი რაღაც უნდა იყოს და თუ ეს არის 100 ათასის ფარგლებში, რატომ არ ვახდევინებთ ამ ხალხს 100 ათასს, ან რატომ არ ვასწორებინებთ დარღვევას? ხოლო თუ ეს არის მილიონების ფარგლებში, მაშინ საეჭვოა. ვის რას ვპატიობთ?

გარდა ამისა, მაინტერესებს, რა ჩამკეტი მექანიზმი გვექნება, რომ იგივე ეს მსხვილი კომპანიები, რომლებიც ბაზრიდან არ გამქრალან, ამნისტიის შემდეგ იგივეს არ გააგრძელებენ მომავალში? უნდა ჩაიდოს სადაზღვევო მექანიზმი, სადაც სახელმწიფოს არ ექნება ბერკეტი, რომ ვერავინ გაბედოს იგივე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კანონპროექტის ინიციატორ მაია ბითაძის თქმით, არის სულ 12 ათასამდე ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა არის გაცემული, ხოლო 6 ათასზე არ არის გაცემული ექსპლოატაციაში მიღების აქტი.

„აქედან ბევრს არც მოუმართავს და არის ეჭვი, რომ არ მოუმართავს სწორედ იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვის პირობები აქვთ დარღვეული. რომელ კომპანიასაც შემოტანილი აქვს განაცხადი და ვერ ვიბარებთ ექსპლოატაციაში, მათი იდენტიფიცირება გაკეთებულია. მერწმუნეთ, დეველოპერების სიაში სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ შემომწირველებიც არიან. ისინიც, ვინც ადრე სხვა პარტიის შემომწირველი იყო, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არ არის მის მიერ განხორციელებულ მშენებლობასთან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ბითაძის განმარტებით, მომავალში ჩამკეტი მექანიზმი არის ის, რომ მსგავს დარღვევებზე ჯარიმების ნაცვლად შემოდის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„რაც შეეხება ფინანსურ გარანტიებს, ამ მექანიზმის ამ ეტაპზე ვიყენებთ დაუმთავრებელ მშენებლობებთან მიმართებაში, თბილისსა და ბათუმში მშენებლობებს სწორედ განხორციელების პრობლემა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უამრავი დერეგულაცია შემოვიდა“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати