USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება და ეს გადატვირთვა გადის რიგგარეშე არჩევნებზე
თარიღი:  690

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება და ეს რიგგარეშე არჩევნების მეშვეობით უნდა მოხდეს.

„ლელოს საქართველოსთვის“ იწყებს ფართომაშტაბიან აქციას. ჩვენ გამოვედით ქუჩაში ხალხთან, რათა მოვისმინოთ მათი აზრი რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იქნება გამოკითხვა და ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მაშტაბით. მთელი პარტია არის მობილიზებული და ასეთი შტაბები იქნება განლაგებული ყველა ქალაქსა და რაიონში იმისათვის, რომ გავაგონოთ ხელისუფლებას იმ ხალხის აზრი და პოზიცია, რომელსაც ასე ცხოვრების გაგრძელება არ უნდა.

ქვეყანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და პანდემიურ კრიზისშია. ასევე ჩავარდა ვაქცინაციის პროგრამა, იმიტომ, რომ ადამიანები არ ენდობიან მათ განხორციელებულ ამა თუ იმ პროგრამას. ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა. გადატვირთვა ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება რიგგარეშე არჩევნების მეშვეობით.

დღეს ისევ დგას თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვის საკითხი თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამიტომ ისე როგორც არასდროს, დღეს არის მნიშვნელოვანი ყველა მოქალაქის ხმის გაგონება და პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ „ლელო“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიდეთ თითოეულ ამომრჩევლამდე. ქვეყანას სჭირდება რიგგარეშე არჩევნები.

ყველა პოლიტიკურ პარტიას, შემოქმედებით საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს მოვუწოდებ, რომ დაგვიდგნენ ამ წამოწყებაში გვერდით, რადგან მნიშვნელოვანია ეს საკითხი და ერთიანი ძალისხმევით კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ის, რომ ქვეყანას გადატვირთვა სჭირდება და ეს გადატვირთვა გადის რიგგარეშე არჩევნებზე“ , - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის