„ქართულმა ოცნებამ“ პანდემია ვერ მართა და მოაწყო ქართველი ხალხის გენოციდი. ყოველდღე ვკარგავთ 50 ადამიანს, რაც არის არაკომპეტენტურობის, უცოდინარობის და არაპრინციპულობის ბრალი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კოვიდსტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.
ხაზარაძის შეფასებით, თუ „სასწრაფოდ ხმა არ ამოვიღეთ და არ ვუშველეთ, ამ სიტუაციას ვერაფერი შემოატრიალებს“.
,,ამ აურზაურში დაგვავიწყდა ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ეხება. „ქართულმა ოცნებამ“ იმით, რომ პანდემია ვერ მართა, მოაწყო ქართველი ხალხის გენოციდი. ყოველდღე ვკარგავთ 50 ადამიანს, რაც არის არაკომპეტენტურობის, უცოდინარობის და არაპრინციპულობის ბრალი. თუ სასწრაფოდ ხმა არ ამოვიღეთ და არ ვუშველეთ, ამ სიტუაციას ვერაფერი შემოატრიალებს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტების შეკითხვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ხაზარაძის შეფასებით, არჩევნები მოტყუებით და ხმების ტოტალური მოპარვის პირობებში ჩატარდა.
,,ბათუმში 900 ბიულეტენი გაუქმდა და 15 ხმა დააკლდა ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს, რომ გადასულიყო მეორე ტურში. არ მოგვცეს საშუალება გადათვლილიყო ეს ყველაფერი. საბურთალოზე ვატო სურგულაძემ 9 ხმა მიიღო და აღმოჩნდა, რომ 115 ხმა მოპარეს. ეს ორი მაგალითი საკმარისია იმის სათქმელად, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება და ამ გაყალბებას იწვევს „ქართული ოცნება“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.