USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
მამუკა ხაზარაძე - ნაბიჯ-ნაბიჯ კრიზისის დაძლევისკენ მივდივართ - შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია დანიელსონმა
Date:  479

ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო - ბატონი შარლ მიშელის 6 - პუნქტიანი დოკუმენტი, ბატონმა დანიელსონმა უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

„მე მინდა გითხრათ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კრიზისის დაძლევისკენ მივდივართ. ძალიან პოზიტიური, კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დანიელსონს მადლობა გადავუხადო. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი საათები უფრო ნაყოფიერი იქნება. მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე საუბარი, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ჩემი მხრიდან შიდა საუბრის გამოტანა, მაგრამ სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა, ეს 6 - პუნქტიანი ბატონი შარლ მიშელის დოკუმენტი უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია ბატონმა დანიელსონმა, რაც ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way