USD 2.7189
EUR 3.1376
RUB 3.2755
Tbilisi
მამუკა ხაზარაძე - მთავრობამ "ბორჯომის" 7.73%-იანი წილი მოქალაქეებზე უნდა გაასხვისოს
Date:  954

იმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ გადაეცა“ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73% - შედეგად კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49% მდე შემცირდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი.

"ბორჯომის" აქციები, რომელიც სახელმწიფოს გადმოეცა, ქართველ ხალხზე უნდა გასხვისდეს", - აცხადებს გარიგების შეფასებისას “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომლის აზრითაც, "გარიგებაში ბევრი კითხვის ნიშანია".

"გაუგებარია, რატომ უნდა ნიშნავდეს სახელმწიფო კერძო კომპანიაში დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელს?! ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა გარიგებაა ამ კონტრაქტის უკან. მეორე - რატომ მოხდა მხოლოდ 7.73%-ის პროცენტის გადმოცემა?! მესამე  - როცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არ უერთდება, ამ გარიგებით პრაქტიკულად დასტურება, რომ სანქციებს შეერთებულია, მაგრამ საინტერესოა ის, რომ დასანქცირებულ ადამიანთან, ამ შემთხვევაში "ალფას" წარმომადგენელთან <მიხაილ ფრიდმანთან> მოხდა გარიგება. ის "ჩაწიეს" საკონტროლო პაკეტის ფლობიდან და მართვის უფლება  ქართულმა მხარემ მიიღო.

ვფიქრობ, "ბორჯომის"  აქციები, რომელიც სახელმწიფოს გადმოეცა, ქართველ ხალხზე უნდა გასხვისდეს საფონდო ბირჟის საშუალებით და ყველა, ვისაც სურვილი აქვს, ამ კომპანიის თანამფლობელი გახდება... მაგრამ ჩემი წინადადება იყო, რომ მთლიანად წამოგვეღო დასანქცირებული კომპანიის აქციები და სრულად ქართველ ხალხზე გასხვისებულიყო", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

World
რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს დაავალა, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად
ABC NEWS-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა, მოუწოდონ უცხოეთის მთავრობებს, სწრაფად იმოქმედონ ირანისა და მისი „პროქსი“ დაჯგუფებების წინააღმდეგ „თავდასხმის მომატებული რისკის“ გამო.
 კონფიდენციალური დიპლომატიური დეპეშით, აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს დაევალათ, ეს გზავნილი სხვა ქვეყნების მთავრობების უმაღლეს დონეზე 20 მარტამდე გადასცენ.
 
დირექტივაში აღნიშნულია, რომ ირანმა და ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან სხვა ქვეყნებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ამიტომ საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედება.
 
რუბიო ამერიკელ დიპლომატებს ასევე სთხოვს, მოუწოდონ იმ ქვეყნებს სადაც იმყოფებიან, ოფიციალურად გამოაცხადონ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) და „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად, თუ მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლექტიური გლობალური ზეწოლა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცალმხრივი ქმედება ირანის ქცევის შესაცვლელად.
ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, როდესაც აშშ ცდილობს შექმნას კოალიცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისა და რეგიონული უსაფრთხოების ფართო ძალისხმევის მხარდასაჭერად.
 
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები, მათ შორის „ჰეზბოლა“ და სხვა გასამხედროებული ფორმირებები ახდენენ მთავრობების დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნიან მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში.
 
აშშ-ს სჯერა, რომ კოორდინირებულ საერთაშორისო მოქმედებებსა და სანქციებს შეუძლია შეზღუდოს ირანის შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მებრძოლ დაჯგუფებებს და განახორციელოს თავდასხმები გლობალურად.“
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way