USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
მამუკა ხაზარაძე - "ლელო" პარლამენტში არ შევა და არ გახდება „ოცნების“ მიერ გაფუჭებული საქმეების თანამონაწილე
Date:  428

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შესვლის საკითხს არ განიხილავს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მისი პარტია არ გადადგამს. ის ცალსახად გამორიცხავს პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ხაზარაძის თქმით, დღეს არის შანსი, შეიქმნას სხვა სახელმწიფო. მისივე განმარტებით, ეს შანსი არა მარტო ოპოზიციის ამომრჩეველს, არამედ მთელ საქართველოს აქვს.

“მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლის საკითხისთვის, ვიფიქრებდი იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ჩაშალეს ანაკლიის პროექტი და პარლამენტში შესვლით ამ პრობლემებს მოვაგვარებდით. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ სწორად, სამართლებრივად, სახელმწიფოებრივად და არ გადავდგამთ ამ ნაბიჯს,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე განმარტებით, პარტია "ლელო" პარლამენტში არ შევა და არ გახდება „ოცნების“ მიერ გაფუჭებული საქმეების თანამონაწილე. მამუკა ხაზარაძის თქმით, სანახევრო და შუალედური შეთანხმებები არ გამოვა, თუ სამართლიან ფუნდამენტზე უარი ითქვა.

“მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლისთვის, დავივიწყებდი იმ იდეოლოგიას, შეხედულებებს და სიმართლეს, რისთვისაც მე მოვედი პოლიტიკაში, მაგრამ არა და არა, ეს არ მოხდება! ყოველთვის შემაწუხებს ფიქრი, რომ ამ შემთხვევაში ვიყავი გარიგების ნაწილი და ამას ვერ ავუხსნი ვერც ჩემს თავს და ვერც საზოგადოებას,”-აცხადებს ხაზარაძე.

“ლელოს” დამფუძნებლის თქმით, პრაგმატული იქნებოდა იმის აღიარება “ოცნების” მხრიდან, რომ მათ მოპარეს არჩევნები მოსახლეობას. ისინი რჩებიან მარტო, მარტო მთელი რიგი პრობლემების წინაშე, რომელსაც ვერ უმკლავდებიან და ვერც სამომავლოდ შეძლებენ გამკლავებას. “ამ ფონზე ცდილობს "ოცნება", თავისი გაფუჭებული საქმის თანამონაწილე გახადოს ოპოზიცია პარლამენტში შესვლით... თან ხმები მოგვპარონ, არჩევნები გაგვიყალბონ და ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ - ეს არ გამოვა. მმართველმა გუნდმა შეიქმნა პრობლემები და ამაზე თავადვე უნდა აგონ პასუხი“,-განაცხადა მან.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ წლების განმავლობაში არცერთ მთავრობას არ უფიქრია, ან ერთ მხარეს ყოფილიყო, ან მეორე მხარეს. „ისინი შუა გზაზე იდგნენ და სახელმწიფოსთვის სასიკეთო გამოსავალს არ ეძებნდნენ. ამიტომაცაა ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში. გამოსავალი კი არის მყარი ფუნდამენტის მშენებლობა. არჩევნები არის პირველი ნაბიჯი - ფუნდამენტი, რომელზეც უნდა დაშენდეს ეკონომიკა, ჯანდაცვა და ბოლოს და ბოლოს ჩვენი შვილების მომავალი. როგორ უნდა უთხრა შენს შვილებს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი სასიკეთო ძვრა არ მოხდება. მე არ მინდა, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა შევაგუოთ, რომ მათი ხმა ყოველთვის დაკარგული იქნება, და ამისთვის ჩვენ - მშობლების თაობამ არაფერი გავაკეთეთ,”- განმარტა მამუკა ხაზარაძემ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way