USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
მამუკა ხაზარაძე - „იუვენტუსი წალენჯიხაში“ - მალე ფეხბურთის ბავშვთა აკადემიაც გაიხსნება
дата:  335

წალენჯიხაში „იუვენტუსის ბავშვთა აკადემია“ იხსნება. რამდენიმე თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები მსოფლიოს საფეხბურთო გრანდთან დასკვნით ფაზაშია შესული. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წალენჯიხის მხარდამჭერთა ჯგუფმა, მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, წალენჯიხაში საფეხბურთო კლუბ ტურინის „იუვენტუსის“ რეგიონულ მენეჯერ უმასპინძლა.

„ლელოს“ ინფორმაციით, იტალიური სუპერ-კლუბის წარმომადგენელი წალენჯიხაში არსებული ვითარების გასაცნობად და პროექტის დეტალების ადგილზე შესასწავლად ჩამოვიდა. მამუკა ხაზარაძემ, წალენჯიხის მერმა გია ხაჩილავამ და მისმა მოადგილემ თამარ ბელქანიამ სტუმრებს ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.

პარტიაში განმარტავენ, რომ ახლახან რეაბილიტირებული ორი საფეხბურთო მოედანი და დამხმარე ინფრასტრუქტურა „იუვენტუსის ბავშვთა აკადემიის“ სტანდარტზე უნდა მოდერნიზდეს. სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია, იტალიურ გრანდს თავისი მოთხოვნები აქვს, ყველა კომპონენტი მსოფლიო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ფეხბურთის აკადემია, როგორც წალენჯიხიდან, ასევე მთელი საქართველოდან მიიღებს მოზარდებს. მოლაპარაკებები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, პროექტის განხორციელებაზე, უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს. კონტრაქტზე ხელმოწერა, ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ, უახლოეს მომავალში იგეგმება. როგორც იდეის ავტორი მამუკა ხაზარაძე ამბობს, ეს იქნება ხვიჩა კვააცხელიას წარმატების ღირსეული გაგრძელება.

„მე მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი გია ხარჩილავას ხელმძღვანელობით ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რომ „იუვენტუსის ბავშვთა აკადემია“ წალენჯიხაში გაიხსნას. „იუვენტუსი“ წალენჯიხაში იქნება საუკუნის პროექტი. ეს ყველაფერი რეგიონის ბავშვებს და არამხოლოდ მათ, მისცემს უდიდეს საშუალებას გზა გაიკვალონ მსოფლიო ფეხბურთში და ქვეყანას მოუტანონ წარმატება,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ეს იქნება ახალი ეტაპი ქართული სპორტის ისტორიაში. ეს პროექტი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ წალენჯიხის მეგობართა ჯგუფი და მამუკა ხაზარაძე, რასაც ამბობს ყველაფერს აკეთებს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ის მწვერვალები, რაც ქართულ სპორტს ჰქონდა, ინვესტირება მომავალ თაობაში არის ყველაზე სწორი გზა განვითარებისთვის”, - განაცხადა გია ხარჩილავამ.

„იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის რეგიონული მენეჯერი მარკო დეგორტესი დღეს საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდება და ამით მისი სამუშაო ვიზიტი საქართველოში დაასრულდება. უახლოეს მომავალში იგეგმება დელეგაციის ტურინში ჩასვლაც. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წალენჯიხაში გაიხსნება, რეგიონში პირველი საერთაშორისო დონის საფეხბურთო აკადემია, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებს და ფეხბურთის მოყვარულებს საშუალებას მისცემს პროფესიულ დონეზე განვითარდნენ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში.

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати