USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
მამუკა ხაზარაძე - "გავალ, ეს არ არის სასამართლო, თქვენ ხართ ბიძინას მონები"
дата:  547

"ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?"- მიმართა ე.წ.ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს.

მამუკა ხაზარაძე მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება გახდა.

"3 წელია ამ სისულელეს ვისმენთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რასთან დაკავშირებითაც, პროკურომა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ "სიმართლე მწარეა".

"მაგ სიმართლით იარე, 3 წელია, ბოდავ",- მიმართა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს, რის შემდეგაც პროკურორმა გიორგი მიქავამ ხაზარაძეს უთხრა, რომ "3 წელია, მან ზრდილობა ვერ ისწავლა".

"ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?"- განაცხადა ხაზარაძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

"გავალ, ეს არ არის სასამართლო, თქვენ ხართ ბიძინას მონები",- განაცხადა ხაზარაძემ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати