USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Тбилиси
მამუკა გიორგაძე - პუტინი გრძნობს, რომ მარცხდება, მან ძალიან კარგად იცის თავისი შეზღუდული რესურსების შესახებ
дата:  629
„იმ დროს, როდესაც თვით კრემლის პროპაგანდისტებსაც კი ბზარი გაუჩნდათ ხმაში, საჭირო იყო რაღაც არაადამიანური სისასტიკე პუტინის მხრიდან, რომ საკუთარი მომხრეები მაინც დაემშვიდებინა. მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქები დაბომბა, რუსი პროპაგანდისტები სიამაყით ამბობდნენ, „ნახეთ, რა მაგარია პუტინი, დაბომბა უკრაინა“. შიდა მოხმარებისთვის როცა ბომბავ მოწინააღმდეგის ქალაქს, უკვე გასაგებია, რომ პერსპექტივა არ გაქვს“ - აცხადებს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე.

რუსების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა ეს იყო შურისძიება ყირიმის ხიდის აფეთქების გამო. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის უწყებაც შურისძიებაზე საუბრობს და არ აპირებს კიევის და სხვა ქალაქების დაბომბვა შეარჩინოს რუსებს. სადამდე გააგრძელებს პუტინი მთელ სამყაროსთან შურისძიების პოლიტიკას და შურისძიების პიკი ხომ არ იქნება ზამთარი, როცა პუტინი მარტივად შეძლებს ენერგორესურსების გათიშვას არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის?

- პუტინი გრძნობს, რომ მარცხდება, მან ძალიან კარგად იცის თავისი შეზღუდული რესურსების შესახებ, ბრძოლის მოედანზე მან ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას, პირიქით, რასაც მიაღწია, ამის დათმობაც მოუწია, ახლა სამხედრო ინიციატივა უკრაინის ხელშია და ეს არის დამარცხებული კარტის პასუხი. მის არსენალში დარჩა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, თავისი აგენტურის გამოყენება, ბოლო კოზირი არის ენერგეტიკულ რესურსებზე წვდომა, ხოლო უკიდურესი ზომაა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. მეტი კოზირი მას აღარ დარჩა. ამით გამოჩნდა რუსეთის სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო სიდამპლე. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ამხელა სამხედრო არმადა ჰყავთ, ვერაფერს ვერ მიაღწიეს. ძველი მეთოდებით, ძველი ტექნიკით, ძველი ტაქტიკით ბრძოლა 21-ე საუკუნეში უკვე შეუძლებელია და არსენალში მხოლოდ დარჩათ ის, რომ ევროპას და უკრაინას ენერგეტიკული კოლაფსი შეუქმნან, თუმცა ამასაც ვერ ახერხებენ და რასაც ახერხებენ, ესაა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. პუტინი მიხვდა ერთ რამეს, აქამდე მისი შანტაჟი გადიოდა, ამ შანტაჟის ეშინოდათ და თვალს ხუჭავდნენ ევროპასა და საერთაშორისო თანამეგობრობაში. დღეს კი მის შანტაჟს აღარ დაექვემდებარნენ და ეს უკვე გამწარებული პუტინის მოქმედებებია, რაც მოხდა.

პუტინის მოქმედებამ ბევრს გაახსენა ჰიტლერის მარცხის ბოლო დღეები, რომელმაც, ასევე, სასოწარკვეთილმა ლონდონი და ევროპის ქალაქები დაბომბა.

- მანამდე ჰიტლერი ამას არ აკეთებდა, მანამდე ჰიტლერის ოფიცრობა (და საკმაოდ მაღალი დონის ოფიცრობა იყო ვერმახტის შემადგენლობაში) არც იკადრებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ობიექტების დაბომბვას, ისინი სამხედროებზე მიდიოდნენ. როდესაც გაუჭირდა ჰიტლერს, მაშინ გადავიდნენ მხეცობაზე. მხეცობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე გერმანიის სხვა ნაწილები ახორციელებდნენ, მაგრამ უშუალოდ ვერმახტის სამხედროები ამას არ აკეთებდნენ ომის პირველ ეტაპზე, როდესაც წარმატებული სვლა ჰქონდათ. ყირიმის ხიდზე განხორციელებული ქმედება სპეციალისტების შესაფასებელია, თუმცა პუტინს უკრაინაშიც ჰყავს აგენტურა, რომელმაც ბევრი რამ თავის თავზე აიღო და პუტინს გაუსუფთავა ბევრი გაფუჭებული საქმე. ადამიანის მსხვერპლი ყველას გვტკივა, თუმცა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის დამარცხებული ადამიანის გაბრძოლება უკრაინაში. რუსეთის საქმე უკვე გადაწყვეტილია. სხვათა შორის, ეს დაბომბვები იმდენად სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელოვანი ოპერაციები არ არის, რამდენადაც შიდა მოხმარებისთვის ინტერესის დაკმაყოფილება, რომ რუსეთის შიგნით საკუთარ მოქალაქეებს უთხრას, ნახეთ, რა მაგარია რუსეთი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა შეუძლია. აქ იმდენად ყირიმის ხიდზე, უფრო სწორად, ქერჩის ხიდზე არ არის საუბარი, რამდენადაც ხარკოვში, ლუგანსკის, ხერსონის მიმართულებით სამხედრო წაგებების შემდეგ საკუთარი ძალის დემონსტრირებაში. იმ დროს, როდესაც თვით კრემლის პროპაგანდისტებსაც კი ბზარი გაუჩნდათ ხმაში, საჭირო იყო რაღაც არაადამიანური სისასტიკე, რომ საკუთარი მომხრეები მაინც დაემშვიდებინა. მართლაც, მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქები დაბომბეს, რუსი პროპაგანდისტები სიამაყით ამბობდნენ, ნახეთ, რა მაგარია პუტინი, დაბომბა უკრაინა. სინამდვილეში, რა დაბომბა? მშვიდობიანი ბავშვი მოკლა? როდესაც შიდა მოხმარებისთვის ბომბავ მოწინააღმდეგის ქალაქს, უკვე გასაგებია, რომ პერსპექტივა არ გაქვს.

პუტინს მანევრირების მცირე საშუალება დარჩა, კერძოდ, ძალით მობილიზებულ ადამიანებს საომრად დეკემბერში გაიწვევს, ასევე, მას შეუძლია ჩართოს ბელორუსიც ამ ბრძოლაში და საბოლოოდ ყველაფერი დაასრულოს ტაქტიკური იარაღის გამოყენებით. ყველაფერი მიანიშნებს, რომ ის ზამთარს ელოდება, ზამთარი კი რუსებისთვის გამარჯვების მომტანი იყო ისტორიის განმავლობაში. 21-ე საუკუნეში თუ ენიჭება ზამთარს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბრძოლის დროს?

- როდესაც ვამბობთ, რომ ზამთარმა ისტორიის განმავლობაში უშველა რუსეთს, მაშინ ძირითადი ბრძოლები უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ეს იქნებოდა ნაპოლეონის შემოსევის დროს, თუ ჰიტლერის შემოსევისას. მანამდე იყო პოლტავას ბრძოლა, დღეს ეს ტერიტორიები უკრაინას ეკუთვნის. მეორე მომენტია, რომ ჩვენს თვალწინ იწრთობა ერთიანი უკრაინელი ერი. პრობლემების მიუხედავად, უკრაინის სახელმწიფო ძლიერდება. თუ ეს პროცესი გაგრძელდება, არანაირი მობილიზება არ უშველის რუსეთს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა იზრდება დასავლეთის დახმარება უკრაინისადმი. თავის დროზე დასავლელი ექსპერტები თუ პოლიტიკოსები კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი და არ ენდობოდნენ უკრაინის ხელისუფლებას. როდესაც ინფორმაცია მიაწოდეს, რუსეთი დაბომბვას აპირებსო, უკრაინის ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა ამ ამბავს, როგორც ჩვენთან ისმის, უკრაინაშიც ისმოდა, „პანიკა გინდათ?“ „ომი გინდათ?“ ასეთ მოუმზადებლობას ხედავდა დასავლეთი, არ ენდობოდა უკრაინას და პირველ ეტაპზე უკრაინის დახმარება ქმედითი არც იყო, მაგრამ უკრაინელი ხალხის, უკრაინელი მებრძოლების თავდადებულმა ქმედებებმა განაპირობა ის, რომ დასავლეთი უკვე სერიოზულ იარაღს აწვდის უკრაინას. თუმცა ეს არ არის უახლესი იარაღი. დროთა განმავლობაში გაზრდის რუსეთი ზეწოლას უკრაინაზე? გაზრდის დასავლეთიც უკრაინის დახმარებას. თუ ჩვენ ავიღებთ კრებსით შესაძლებლობებს, კრებსითი რესურსი დასავლეთს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე რუსეთს. პოტენციურად რუსეთს თუ იმედი ჰქონდა ჩინეთის, ინდოეთის, სამარყანდის სამიტზე მათაც ყური აუწიეს რუსეთს და დაუსვეს საკითხი, დაამთავრე ეს სისხლისღვრა. აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან რუსეთი აღმოჩნდა რკალში, შესაბამისად, აღარ აქვს შესაძლებლობა, სტრატეგიული გარდატეხა მოახდინოს ბრძოლის ველზე, მაგრამ რუსეთს იმის შესაძლებლობა კი დარჩა, წერტილოვანი დარტყმებით იმოქმედოს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მდგრადი იქნება უკრაინის ხელისუფლება, რამდენად მოახერხებს ერის კონსოლიდირებას ერთიანი ამოცანის შესასრულებლად. ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს, აფხაზეთში ბიჭები იბრძოდნენ, მაგრამ ხელისუფლება ხელს უშლიდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელშეკრულებები გააფორმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკის გაყვანაზე და დავკარგეთ სოხუმი. მსგავს სისულელეებს თუ არ გააკეთებს უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთიც მყარად დაეხმარება უკრაინას, ამ ომის შედეგი წინასწარ შეგვიძლია გავთვალოთ.

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, იყო ზელენსკის მოშორება, რომ უკრაინელები აუმხედრდნენ საკუთარ ლიდერს. კადიროვიც მოუწოდებს ზელენსკის, „გაიქეცი, დოყლაპიავ, უკრაინიდან“. არის ასეთი განწყობა უკრაინაში, ხალხი აუჯანყდეს ზელენსკის?

- ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე ზელენსკის მოკვლას აპირებდა. ამაზე უფრო მეტად ზელენსკის პიარშჩიკები საუბრობენ. ხომ გახსოვთ, რუსეთი თითქოს იმიტომ შემოიჭრა საქართველოში, რომ სააკაშვილის მოკვლა უნდოდა, ასევეა უკრაინაშიც. თვითონ უკრაინელი ხალხი მედგრადაა, ის ფაქტი, რომ დღეს საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე იმ ადგილებში მიმდინარეობს, სადაც ეთნიკურად რუსი მოსახლეობა ცხოვრობს, ბევრ რამეზე მეტყველებს. ხარკოვში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ნაწილში ეთნიკურად რუსები ცხოვრობენ, მაგრამ თვით ეს რუსებიც კი უკრაინის სახელმწიფოსთვის იბრძვიან. ხალხის დიდი მსხვერპლის ფონზე შეიძლება ცინიკურია ამის თქმა, მაგრამ რუსეთმა შეკრა უკრაინელი ერი. ხარკოვის მერმა უკრაინული არ იცოდა, დნეპრსა და ხერსონში, ფაქტობრივად, უკრაინულად არ საუბრობდნენ, დღეს ამ შეკრული მოსახლეობის გატეხვა შეუძლებელია. აქ ერთვება თავდაცვის მომენტიც, უკრაინელები თავიანთ მიწას იცავენ. არანაირი პერსპექტივა უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებსაც კი რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში არ ექნებათ, ამიტომ არ უნდათ ისე ცხოვრება, როგორც ადრე ცხოვრობდნენ ხარკოვში, კურსკში. ხომ ნახეს, რომ, ელემენტარულად, გზა არ არის, გაზი არ არის, რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია გაზიფიცირებული, ხომ ხედავენ, რამხელა კორუფციაა რუსეთში.

წყარო: https://for.ge/

Тбилиси
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

более
голосование
Кстати