USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
მამუკა გიორგაძე - აღმაშფოთებელია სახალხო დამცველის განცხადება ნიკა ბასილაშვილის საქმეზე
дата:  6874

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკა ბასილაშვილის ირგვლივ შექმნილ არაორდინალურ სიტუაციას, ეხმაურება სახალხო პარტიის თავჯდომარე მამუკა გიორგაძე. "თბილისი პოსტი" უცვლელად გთავაზობთ მის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში.

"ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ნიკა ბასილაშვილის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა. არ დადასტურებულ ქმედებაში „ეჭვმიტანა“, უკვე გახდა წარმატებული ქართველი ახალგაზრდის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის საფუძველი.

აღმაშფოთებელია, როცა სახალხო დამცველმა თავისი არაობიექტურობა გამოამჟღავნა და შეუსწავლელ საქმეზე წინსწრებით გააკეთა განცხადება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ეძებენ „ძალადობის მსხვერპლს“, რომ საკუთარი დივიდენდები გამოიმუშაონ.

პირადად მე, ნიკა ბასილაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი-ორჯერ საჯარო ღონისძიებებში მომიწია მასთან ერთად მონაწილეობა და იქ მყოფებზე ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული, თავმდაბალი და მორიდებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ვიმედოვნებ, ამ წინააღმდეგობასაც ასეთივე მდგომარეობით დაძლევს.

მამუკა გიორგაძე"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

სახალხო დამცველმა კი სასამართლოს მიერ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, წინსწრებით გაავრცელა განცხადება სადაც, აღნიშნა, რომ ის მხარდაჭერას უცხადებს დაზარალებულ ქალს.

"მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან! 

მოვუწოდებ მედია საშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომიდნარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати