USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
მამაკაცი, რომელმაც ტოკიოს სამგზავრო მატარებელში 10 ადამიანი დაჭრა, აცხადებს, რომ ბედნიერი ქალების მოკვლა სურდა
Date:  1202

იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელში, დანით შეიარაღებული პირი მგზავრებს დაესხა თავს. დაშავდა 10 ადამიანი, მათგან 9-ის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, - ამის შესახებ BBC წერს.

36 წლის ეჭვმიტანილმა კაცმა პოლიციელებს განუცხადა, რომ გაბრაზდა, როცა დაინახა ქალები, რომლებიც „ბედნიერად გამოიყურებოდნენ“ და მათი დახოცვა მოუნდა.

დაჭრილთაგან ერთის, სტუდენტი გოგოს მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმა სადგურ Seijogakuen-თან ახლოს მოხდა. ეჭვმიტანილი მატარებლიდან გადახტა და გაიქცა. მოგვიანებით, ის ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა და თანამშრომლებს განუცხადა, რომ თავად იყო „ინციდენტში ეჭვმიტანილი, რომლის შესახებაც ახალი ამბები ვრცელდებოდა“ და რომ სირბილით დაიღალა.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way